როგორ გამოვნახოთ დრო პიროვნული განვითარებისთვის - rogor.ge

როგორ გამოვნახოთ დრო პიროვნული განვითარებისთვის

წინასწარ განსაზღვრეთ დრო თქვენს კალენდარში. შეამოწმეთ თქვენი კალენდარი რამდენიმე დღით/კვირით ადრე, შეარჩიეთ დღე, სადაც ჯერ არ გაქვთ დაგეგმილი შეხვედრა და დაჯავშნეთ დრო მინიმუმ ორი საათის განმავლობაში. თუ ონლაინ აპირებთ ტრენინგზე დასწრებას, გამოყავით ოთახი, რათა შეძლოთ მშვიდ გარემოში ყოფნა, რაც დაგეხმარებათ ფოკუსირებაში. აცნობეთ თქვენს უფროსს, რას აკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ დასჭირდებით და შეეცადეთ მოერიდოთ ყურადღების გაფანტვას.

სახლიდან მუშაობა. სახლიდან მუშაობა შესანიშნავი გზაა იმისთვის, რომ არ გაგექცეთ ყურადღება და არ გააკეთოთ სხვა საქმეები. როდესაც დაასრულებთ თქვენს ყოველდღიურ დავალებებს, მოიტოვეთ თუნდაც ნახევარი საათი და დაიწყეთ თვითგანვითარებაზე მუშაობა. ეს განიხილეთ, როგორც სამუშაო პროექტი, კომპანია კი ისარგებლებს თქვენი პიროვნული და პროფესიული ზრდით.

მოარგეთ გრაფიკი თქვენს პირად დროს. თუ სამსახურში საერთოდ არ გაქვთ თავისუფალი დრო, უნდა დაელოდოთ სახლში წასვლას, რათა დაიწყოთ ფიქრი განვითარებაზე. იქნება ეს საღამოს თუ შაბათ-კვირას, ან თუნდაც შვებულებაში, შეეცადეთ გაატაროთ გარკვეული დრო საკუთარ თავთან, რათა დაიწყოთ ის, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ სამსახურში. შესაძლოა თქვენი პირადი ცხოვრებაც საკმაოდ დატვირთული იყოს, განსაკუთრებით თუ შვილები გყავთ. ამ შემთხვევაში, კარგი იქნებოდა ერთი ან ორდღიანი დასვენება, როცა ბავშვები სკოლაში არიან, რათა შეძლოთ მაგიდასთან ჯდომა და თქვენი განვითარების გეგმის დასახვა.

მგზავრობა. თუ არ შეგიძლიათ დაჯავშნოთ დრო კალენდარში, სახლიდან მუშაობა, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თქვენი მგზავრობა პიროვნული განვითარების მომენტად აქციოთ. საცობების გამო, საკმაოდ დიდი დრო გვიწევს ტრანსპორტში ყოფნა. შეგიძლიათ ასეთ დროს მოუსმინოთ აუდიო სემინარებს, პოდკასტებს და ხმოვან წიგნებს თვითგანვითარების ჟანრში. შეგიძლიათ იფიქროთ თქვენს მიზნებზე და იმაზე, თუ რატომ არის ისინი თქვენთვის მნიშვნელოვანი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მომენტი მედიტაციისთვის. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაწეროთ ბლოკნოტში და ჩაინიშნოთ ყველაფერი, რაც ახლახან ისწავლეთ.

წყარო: instituteofyou.org