როგორ მოვამზადოთ ვაშლის ნამცხვარი კარაქისა და ზეთის გარეშე - ბიუჯეტური და ძალიან გემრიელი! - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ვაშლის ნამცხვარი კარაქისა და ზეთის გარეშე - ბიუჯეტური და ძალიან გემრიელი!

კრემისთვის:

  1. ქვაბში ჩაასხით რძე, ვანილის ღერი და ლიმონის ცედრა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფორთოხლის ცედრაც. მინიმალურ ცეცხლზე დატოვეთ, არ უნდა ადუღდეს.
  2. ამასობაში თასში ათქვიფეთ კვერცხის გულები შაქართან ერთად. აურიეთ. თანდათან დაუმატეთ გაცრილი სიმინდის სახამებელი. ათქვეფის შეწყვეტის შესაფერისი მომენტი იქნება ის, როდესაც დავინახავთ, რომ ერთგვაროვანი მასა ჩამოყალიბდა.
  3. ეს ნარევი ჩაასხით რძეში და ათქვიფეთ ენერგიულად. გამორთეთ ცეცხლი, მაგრამ განაგრძეთ თქვეფა სასურველი კონსისტენციის მიღწევამდე.
  4. კრემი მზად იქნება, ცხელი გადაიტანეთ კონტეინერში და დააფარეთ პოლიეთილენის საფარი. ეს კეთდება იმისთვის, რომ ქერქი არ ჩამოყალიბდეს კრემის ზედაპირზე.

ვაშლის ნამცხვრის ცომისთვის:

  1. ვაშლებს კანი მოაცილეთ და დაჭერით თხელ ნაჭრებად.
  2. დაალაგებთ თეფშზე და ცოტაოდენი ლიმონის წვენით დანამეთ, რომ არ გამუქდეს.
  3. თასში კვერცხები შაქართან ერთად ათქვიფეთ, სანამ ფუმფულა არ გახდება. დაუმატეთ რძე, თქვიფეთ.
  4. ნელ-ნელა ჩააყარეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელთან ერთად. ურევთ, სანამ ნარევს გარკვეული სისქე არ ექნება. ცომში არ უნდა იყოს კორძები.
  5. ცომი ჩაასხით კარაქწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში.
  6. ახლა საკონდიტრო კრემის დამატების ჯერი იქნება, მთელ ზედაპირს დაფარავთ.
  7. დასასრულს მოასხამთ დარიჩინის ფხვნილს და შემდეგ მთელ ზედაპირს დაფარავთ უკვე ნაჭრებად დაჭრილი ვაშლებით.
  8. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180°-ზე დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში.

წყარო: sharingideas.me