4 ხრიკი, რომ თქვენი მცენარეები დაუყოვნებლივ გაიზარდონ - rogor.ge

4 ხრიკი, რომ თქვენი მცენარეები დაუყოვნებლივ გაიზარდონ

ოსპის ნატურალური დასაფესვიანებელი

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ოსპი
  • წყალი

1 დღის განმავლობაში თქვენ უნდა მოათავსოთ ოსპი წყლით სავსე თასში, რომელიც ოსპის მარცვლებს დაფარავს. მეორე დღეს გაწურეთ წყალი და ჩაყარეთ ოსპი გამჭვირვალე ქილაში. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი წყალი. დააფარეთ ბადე ან წინდა და ასე შეინახეთ 2-3 დღის განმავლობაში, სანამ არ ამოიწვერება. როგორც კი ოსპის უმეტესობა ამოვა, უნდა ამოიღოთ ქილიდან და დააბლენდეროთ. შემდეგ უნდა გაფილტროთ ოსპის რძის მისაღებად. როდესაც ოსპის რძეს მიიღებთ, ის წყალში უნდა განზავდეს. ზუსტი ზომა არის 1 პორცია ოსპის რძე 10 პორცია წყალზე. გაზავებული სითხე შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 15 დღის განმავლობაში. მორწყეთ მცენარეები ამ სითხით, რათა ფესვები გაიზარდოს ძლიერი და ჯანმრთელი.

1-1666957451.jpg

ბანანის ქერქის წვენი

ინგრედიენტები:

  • 1 ბანანის ქერქი
  • წყალი

ბანანის ქერქი უნდა დაჭრათ პატარა ნაჭრებად, მოათავსოთ წყლით სავსე ქვაბში და დააფაროთ თავსახური. შემდეგ, 15 წუთის განმავლობაში უნდა ადუღოთ და გამორთოთ. როდესაც გაცივდება, გადაწურეთ და მორწყეთ მცენარეები.

2-1666957462.jpg

ხის ნაცარი

ინგრედიენტები:

  • ხის ნაცარი
  • წყალი

1 ლიტრ სასმელ წყალში მოათავსწთ 5 სუფრის კოვზი ხის ნაცარი. მას შემდეგ, რაც მიიღებთ ნაზავს, შეგიძლიათ ჩაასხათ სპრეის ბოთლში და მორწყოთ მცენარეები. ხის ნაცარი ასევე ემსახურება ნიადაგის საფარის ტენიანობის შენარჩუნებას და მავნებლების თავიდან მოცილებას. უბრალოდ ოდნავ გაშალეთ მიწაზე.

3-1666957472.jpg

ჭიის ნეშომპალა

იდეალური ჭიებია კალიფორნიის წითელი ჭიები, რადგან ისინი ცნობილია ორგანული ნივთიერებების სწრაფად გადაყლაპვისა და მონელების უნარით. მათთვის საჭიროა სივრცე, რომელიც შეიძლება იყოს კომპოსტის ურნა, ვერმიკომპოსტერი ან სექტორი, სადაც თქვენ გადაყრით ორგანულ ნარჩენებს და შეგიძლიათ დატოვოთ ჭიები, რომლებიც აწარმოებენ ჰუმუსს. მას შემდეგ, რაც მატლები წარმოქმნიან ჰუმუსს, შეგიძლიათ შეურიოთ ის თქვენი მცენარეების ნიადაგს.

4-1666957481.jpg

წყარო:sharingideas.me