როგორ მოვაშოროთ საღეჭი რეზინი ტანსაცმელს - rogor.ge

როგორ მოვაშოროთ საღეჭი რეზინი ტანსაცმელს

ყინული. ყინული არის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული, სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო გზა ქსოვილიდან საღეჭი რეზინის მოსაშორებლად. ყინული ამკვრივებს და იწვევს მისი ელასტიკურობის დაკარგვას, რაც აადვილებს ტანსაცმლიდან ამოღებას. ამისათვის უბრალოდ დადეთ ორი ყინულის კუბიკი საღეჭ რეზინზე და დაელოდეთ დაახლოებით 20-დან 30 წუთი. როდესაც შეამჩნევთ, რომ რეზინი გამაგრდა, აიღეთ ბლაგვი დანა (ამ მისიისთვის იდეალურია კარაქის დანა) და დაიწყეთ საღეჭი რეზინის მოშორება კიდეებიდან, სანამ ბოლომდე არ მოაცილებთ. თუ შეამჩნევთ, რომ საღეჭი რეზინი ბოლომდე არ ცილდება ნაჭერს, დაიხმარეთ ფრჩხილები. შემდეგ, გარეცხეთ ტანსაცმელი ჩვეული წესით.

დაუთოვება. ისევე როგორც სიცივე, სიცხეც ეფექტურია ტანსაცმლიდან საღეჭი რეზინის მოსაშორებლად. მოათავსეთ მუყაოს ნაჭერი დასაუთოვებელ დაფაზე, საღეჭი რეზინით დაზიანებული ადგილი დადეთ მუყაოს მხარეს. გააჩერეთ უთო ქსოვილზე რამდენიმე წამის განმავლობაში, სანამ რეზინი მუყაოზე არ მიეწებება. შემდეგ ტანსაცმელი ჩვეულებრივად გარეცხეთ.

ლიმონის წვენი და/ან ძმარი. მჟავე პროდუქტები, როგორიცაა ლიმონი და ძმარი, შესანიშნავი ალტერნატივაა ტანსაცმლიდან საღეჭი რეზინის მოსაშორებლად. ფრთხილად იყავით, პირდაპირ არ დაასხათ წვენი ნაჭერზე. ჯერ შეურიეთ დაახლოებით ერთი ლიტრი წყალი და ერთი ჭიქა ლიმონის წვენი, ან ძმარი ტაშტში. მოათავსეთ ტანსაცმელი ამ ნარევში (ან მხოლოდ დაზიანებულ ნაწილი) და დაელოდეთ დაახლოებით 15-დან 20 წუთი. ბლაგვი დანის დახმარებით დაიწყეთ საღეჭი რეზინის ამოღება კიდეებიდან. შემდეგ კი გარეცხეთ ტანსაცმელი ჩვეულებრივად.

ფორთოხლის ან ევკალიპტის ზეთი. ამბობენ, რომ ფორთოხლისა და ევკალიპტის ზეთები ეფექტურია ტანსაცმლიდან რეზინის მოსაშორებლად. ამ ტექნიკას დიდი საიდუმლო არ აქვს. უბრალოდ დაასხით ზეთის რამდენიმე წვეთი დაზიანებულ ადგილას და დაიწყეთ მისი მოცილება დანის ან სპატულის დახმარებით. ამ ტექნიკის ერთადერთი მინუსი ის არის, რომ ტანსაცმელზე ცხიმის ლაქას ტოვებს და რეზინის ამოღების შემდეგ ლაქის მოცილებაც მოგიწევთ.

ცხელი წყალი. ცხელი წყალი ასევე დაგეხმარებათ ტანსაცმლიდან საღეჭი რეზინის მოცილებაში. ამისთვის აადუღეთ 1 ლიტრი წყალი, შემდეგ ჩადეთ ტანსაცმელი ქვაბში ან მდუღარე წყალი დაასხით დაზიანებულ ადგილზე. შეამჩნევთ, რომ ის დაიწყებს დაშლას და უფრო მარტივად შეძლებთ მოცილებას.

თმის ლაქი. ეს მეთოდი საკმაოდ კარგად, მუშაობს! თმის ლაქი ძალიან ჰგავს ყინულს, რადგან მას აქვს საღეჭი რეზინის გამკვრივების თვისება.

წყარო: sharingideas.me