როგორ გავზარდოთ პალმა ქოთანში მაღაზიაში ნაყიდი ფინიკისგან - rogor.ge

როგორ გავზარდოთ პალმა ქოთანში მაღაზიაში ნაყიდი ფინიკისგან

კურკა იმ შემთხვევაშია გამოსადეგი, თუ თერმული დამუშავება არ გაუვლია. ამ მიზნისთვის გამოგადგებათ ცოცხალი ან ჩირის კურკა.

კურკა საგულდაგულოდ გაასუფთავეთ აპკისგან, მიწაში მოხვედრისას ლპობა რომ არ დაიწყოს. გარეცხილი კურკა წყალში 24 საათი უნდა გააჩეროთ;

ფინიკის კურკა საკმაოდ უხეშია. ზოგიერთი მას კაწრავს, რათა შიგნით სწრაფად შეაღწიოს წყალმა. თუ გსურთ კურკამ სწრაფად გამოიღოს ნაყოფი, ცხელი წყალი დაასხით;

კურკა ბამბადაფენილ კონტეინერზე მოათავსეთ (ბამბა ზემოდანაც დააფარეთ) და სითბოში, თუნდაც რადიატორზე დადგით. ბამბა მუდამ სველი უნდა იყოს;

როცა კურკა გაიბერება, ის მიწაში უნდა გადაირგოს. მისი ნიადაგიც მუდამ ტენიანი უნდა იყოს; გაგრძელება