როგორ შევაჩვიოთ ბავშვი სასკოლო რეჟიმს? - რჩევები მშობლებს - rogor.ge

როგორ შევაჩვიოთ ბავშვი სასკოლო რეჟიმს? - რჩევები მშობლებს

პირველი კლასი ბავშვის ცხოვრების მართლაც მნიშვნელოვანი ეტაპია. პატარა ჯერ ვერ აცნობიერებს, სად მოხვდა. არ იცის, რომ მისთვის ახალი ცხოვრება იწყება, ახალი მოვლენები, ახალი მოვალეობები. აქამდე ის მშობლებს იყო მინდობილი და ახლა ცდილობს, მათი ქცევის, მათი განცდების მიხედვით ამოიცნოს, რა ხდება მის თავს. სკოლამდე ბავშვის ერთადერთი საქმიანობა თამაში იყო, ამიერიდან კი ყველაფერი შეიცვლება. თუ პატარა საბავშვო ბაღში დადიოდა, სკოლასთან შეგუება გაუადვილდება, რადგან ბაღშივე გამოიმუშავებს საჭირო უნარ-ჩვევებს.

იქ ბავშვს უწევს მაგიდასთან თანატოლების გვერდით ჯდომა, პედაგოგის კითხვების მოსმენა, პასუხის გაცემა, ამას ემატება მიზანმიმართული მეცადინეობები, წიგნის, რვეულის, საწერი კალმის გამოყენება... ბევრს მიაჩნია, რომ საბავშვო ბაღში სიარული აუცილებელი არ არის - სკოლისთვის საჭირო ჩვევების გამომუშავება შინაც შეიძლება. მათ ავიწყდებათ, რომ შინ ბავშვი თავისუფალია, ყველა თავს ევლება, არავინ ზღუდავს, სკოლაში კი ის იქაურ წესებს უნდა დაემორჩილოს: განსაზღვრული ხნის განმავლობაში იჯდეს მერხთან, უნებართვოდ ვერ გაინძრევა...

საბავშვო ბაღში ნასიარულევი ბავშვი ამას უკვე შეჩვეულია, “ოჯახის ბავშვს” კი პრობლემები ექმნება. თუმცა ისეც ხდება, რომ თანატოლებთან ურთიერთობას მოწყურებულნი, მეტი ინტერესით ხვდებიან სიახლეებს. ზოგიერთი ბავშვი მტკივნეულად განიცდის ახალ გარემოში მოხვედრას, ტირის, უჭირს მშობლების გარეშე ყოფნა. უნდა გვახსოვდეს: ახალ გარემოსთან ადაპტაცია არც ისე იოლია. თუ ბავშვმა მძაფრი რეაქცია გამოხატა, ძალდატანება არ შეიძლება. ის ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა შევაჩვიოთ სასკოლო რეჟიმს. სკოლაში, გარდა მასწავლებლებსა და თანატოლებთან ურთიერთობისა, ბავშვი კიდევ ერთ სირთულეს აწყდება - სწავლის პროცესს. განაგრძეთ კითხვა