როგორ გამოვიყურებოდეთ ლამაზად სათვალის ტარებისას - rogor.ge

როგორ გამოვიყურებოდეთ ლამაზად სათვალის ტარებისას

აიპრიხეთ წამწამები ზევით

rogor-1665399928.ge3.jpg

გამოიყენეთ სპეციალური წამწამების ასაპრეხი ხელსაწყო და აიპრიხეთ წამწამები ზედა მიმართულებით. მეტი მოცულობისთვის დაგრძელებული წამწამები დაყავით რამდენიმე ნაწილად. თქვენი თვალები გამოიყურებოდეს ვიზუალურად უფრო დიდი გამოჩნდება.

დაიტანეთ ტუში წამწამების ძირებზე

rogor-1665399985.ge3.jpg

შეეცადეთ გააკეთოთ ისე, რომ ტუშის მეტი ნაწილი დაიტანოთ ახლოს, წამწამების ძირებთან და ნაკლები - დაბოლოებასთან. შემდეგ, ნაზი მოძრაობით გადაანაწილეთ ტუში ქვევიდან ზევით მთელს სიგრძეზე. შედეგად თქვენი წამწამები გახდება უფრო ლამაზი და მოცულობითი. გარდა ამისა, ასე თავს აარიდებთ სათვალის დამინძურებას. სცადეთ გამოიყენოთ თქვენი თვალის შესაფერისი ტუში, ან ის, რომელიც შექმნის კონტრასტს. სქელი წამწამების ეფექტისთვის გამოიყენეთ თვალის ფანქარი ჰორიზონტალური მიმართულებით. წამწამების დაგრძელებისთვის გამოიყენეთ ფუნჯი ვერტიკალური მიმართულებით მაღლა.

კონსილერით ამოითეთრეთ ჩაშავებული უპეები

rogor-1665400080.ge3.jpg

თვალები რომ არ გამოიყურებოდეს დაღლილად და შეშუპებულად, წაისვით დამატენიანებელი კრემი ჰაილაითერთან ერთად თვალების შიდა კუთხეებსა და ქვედა ქუთუთოებზე. გამოიყენეთ თქვენს კანთან შესაფერისი კონსილერის ფერი, რომელიც ამოანათებს თქვენი თვალის კუთხეებს. არ დაიტანოთ ბევრი პროდუქტი ქვედა ქუთუთოზე, რათა ხაზი არ გაესვას თქვენს წვრილ ნაოჭებსა და თვალებქვეშ შეშუპებულ (ჩამოშვებულ) უპეებს.

მიეცით ფორმა წარბებს

rogor-1665400126.ge3.jpg

სათვალე ჩვენს სახეს აძლევს ფორმას, ისევე როგორც წარბი. გაიკეთეთ კორექცია სალონში ან თუნდაც დამოუკიდებლად, რათა თქვენი წარბები გამოიყურებოდეს მოვლილად. წარბების ხაზი უნდა იყოს სათვალის ჩარჩოს ზემოთ, ამგვარად მოვლილი წარბები იქნება მარტივად შესამჩნევი.

გამოიყენეთ მკვეთრი ტუჩსაცხი

rogor-1665400156.ge3.jpg

მკვეთრი ფერი დაგეხმარებათ შეუხამოთ ერთმანეთს ტუჩსაცხი და სათვალე.წითელი, ვარდისფერი და თუნდაც შინდისფერი ფერები მეტ თავდაჯერებულობასა და გამბედაობას შეგმატებთ. წითელი ფერის ტუჩსაცხი ნებისმიერი ფორმის სათვალეს ერგება, მაგრამ თუ ბუნებით მორცხი ხართ, შეგიძლიათ შეარჩიოთ ტუჩის ფერთან მიახლოებული ფერები. თუ თქვენი სათვალის ჩარჩო ორ ფერშია შგიძლიათ ტუჩსაცხი რომელიმე მათგანს შეუსაბამოთ. გლუვი ტუჩსაცხი და კრემისებრი ტექსტურა კარგი კომბინაციაა.გირჩევთ, იშვიათად გამოიყენოთ ბზინვარე ტუჩსაცხი, რადგან იგი ნაკლებად მიმზიდველია შუშის სათვალესთან.

წაისვით ცხიმის საწინააღმდეგო პროდუქტი ცხვირზე

rogor-1665400193.ge3.jpg

სახის ნაწილებიდან ცხვირი ყველაზე შეამჩნევი ადგილია, რადგან მასზე სათვალეა დაყრდნობილი. წაისვით მასზე პუდრი, ეს ხელს შეუწყობს ცხიმის ნაკლებად გამოყოფას და ცხვირზე სათვალის მყარად გაჩერებას. ორგანულ მინერალებზე შექმნილი ტონალური კრემი ხელს შეუშლის ცხვირის პზინვარებას. კორექტორის გამოყენება დაგიმალავთ სათვალის მოჭერის შედეგად მიღებულ სიწითლეს.

გაასუფთავეთ სათვალე ყოველდღე

rogor-1665400222.ge3.jpg

ეს არამხოლოდ თქვენს მხედველობას შეუწყობს ხელს, არამედ გაგათავისუფლებთ მასზე დატოვებული ლაქებისგან, ასევე დალაქავებული სათვალე გაგიფუჭებთ თქვენს ლამაზ ლუქს. გირჩევთ გასაწმენდად გამოიყენოთ მიკროფიბერის ქსოვილი, იგი სათუთად გაწმენდს თქვენს სათვალეს და მიანიჭებს ბზინვარებას. გამოიყენეთ სათვალის მინის გასაწმენდი სპეციალური სითხე. ქსოვილის გამოყენებით შეგიძლიათ თითის ანაბეჭდების გასუფთავება სათვალიდან.გასაწმენდად არ გამოიყენოთ უხეში ქსოვილები, მაგალითად პირსახოცი, ქაღალდი და სხვა, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს მინა. გაასუფთავეთ ჩარჩოები კვირაში ერთხელ. მასში შეიძლება დაგროვდეს ცხიმი, ოფლი და ბაქტერიები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აკნე.საწმენდი საშუალებების ყიდვა შეგიძლიათ სათვალის სპეციალურ მაღაზიებსა და აფთიაქებში.

წყარო: wikihow.com

თიკო ღაჭავა