როგორ ვიპოვოთ მეორე ნახევარი ისე, რომ არ ვეძებოთ? 5 ოქროს რჩევა - rogor.ge

როგორ ვიპოვოთ მეორე ნახევარი ისე, რომ არ ვეძებოთ? 5 ოქროს რჩევა

როცა მონათესავე სულის ძებნას შეწყვეტ, სულის დაკარგულ ნაწილსაც იპოვი

ეს შეიძლება ზედაპირულად ჟღერს, მაგრამ ბედნიერება მართლაც ჰგავს პეპელას. მან ზუსტად იცის, როდის უნდა მოვიდეს, როდის იქნები მზად ამისთვის. მზად ყოფნა რას ნიშნავს? დაარწმუნე საკუთარი თავი, რომ ბედნიერებისთვის არავინ გჭირდება. დაივიწყე მონათესავე სული და იზრუნე საკუთარი თავის სრულყოფაზე. შექმენი შენი სამყარო და ნება მიეცი სხვებს, თვალყური ადევნონ მას.

იპოვე საკუთარი გზა

გაიგე, რა გინდა, იპოვე საკუთარი სურვილები, დაიწყე ბრძოლა მიზნებისთვის და როცა საკუთარ გზას იპოვი, სწორედ ამ გზაზე შეხვდები მეორე ნახევარსაც.

იყავი ის, რაც ხარ

ჩვენს საუკუნეში ბუნებრიობის დეფიციტია, რაც ამ უკანასკნელს ასე მიმზიდველს ხდის. ასე რომ, ნუ მოექცევი ტრენდებისა და მოდის ჩარჩოებში. იყავი ის, რაც ხარ და გააცანი სამყაროს შენი თავი. არ დაგავიწყდეს, რომ ნამდვილს ყველა შეგიყვარებს. განაგრძეთ კითხვა