3 რჩევა, როგორ ავარიდოთ თავი თბილისში შექმნილ სატრანსპორტო კოლაფსს - rogor.ge

3 რჩევა, როგორ ავარიდოთ თავი თბილისში შექმნილ სატრანსპორტო კოლაფსს

პარკირება - საცობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, როდესაც ავტომობილები მიმოფანტულია და გასაჩერებელი არ აქვს. აქ საუბარია როგორც მიწისქვეშა, ისე მიწის ზედა პარკინგებზე, ასევე დახაზულზე. რა რაოდენობის ავტომობილიც გვაქვს, ეს მაინც უნდა უზრუნველვყოთ. ადრეც ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ მანქანები არ შემცირდება, ეს არის უკანასკნელი, რასაც საქართველოში შეელევიან. შეიძლება არ ჰქონდეს ტელეფონი და ა.შ. მაგრამ მანქანა აუცილებლად ექნება. უცხოეთში, მაგალითად, სადაც მუშაობენ, ცდილობენ იქვე იქირაონ ან იყიდონ ბინა. ჩვენ, გაქვს სახლი, დიდი ალბათობით სხვა უბანში გაქვს ერთი სამსახური, და კიდევ სხვა უბანში მეორე სამსახური, ხშირია ასე, რადგან ერთი სამსახურით ოჯახს ვერ შეინახავ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს კომფორტული, რათა ასეთ დროს ნებით გადავსხდეთ და არა იძულებით. შეიძლება სამსახური 1 კილომეტრში გქონდეს, მაგრამ ვერც ველოსიპედით მიხვალ, რადგან ქალაქი არ გაძლევს ამის საშუალებას, აღმართ-დაღმართიანია. ასევე, ფიზიკურად შესაძლოა, ყველა ვერ იყოს იმ ფორმაში, რომ ეს ერთი კილომეტრი იაროს. საერთოდ კატასტროფა ხდება შშმ პირებისთვის. ამიტომ, თითო კატეგორია უნდა გავმართოთ ჯერ და არა ყველა ერთად. მაგალითად, მოვაგვაროთ ჯერ ფეხით მოსიარულეების პრობლემა. იმ უღრან ტყეში ვართ და ხან ერთ მხარეს მივდივართ, ხან - მეორე.

ქალაქი მიდის სიმაღლეში - თბილისის მდებარეობა არ იძლევა ამდენი მშენებლობის საშუალებას, დაუშვებელია ამდენი კორპუსის მშენებლობა გაგრძელდეს ქალაქის ცენტრში. უნდა გაიშალოს ეს არეალი. განაგრძეთ კითხვა