როგორ დავამზადოთ სათევზაო ბადე საკუთარი ხელით - rogor.ge

როგორ დავამზადოთ სათევზაო ბადე საკუთარი ხელით

დაწყება. გამოიყენეთ მაკრატელი და გაათვისუფლეთ ჩოგანი ძუისგან.

1-1662125298.png

ბაწრის გაბმა. მას შემდეგ, რაც ჩოგანს ძუისგან გაათავისუფლებთ, დაიწყეთ ბაწრის გაბმა. თუ ბაწარი არ გაეტევა ჩოგნის ხვრელებში, შეგიძლიათ ხვრელები ოდნავ გააფართოვოთ დრელის საშუალებით.

2-1662125312.png

გააბით ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ბაწრის თოკი. მას შემდეგ რაც დაასრულებთ ბაწრის ხაზების ვერტიკალურად გაყრას, გადადით ჰორიზონტალურზე. სწორედ აქ დაიხარჯება თქვენი დროის უმეტესი ნაწილი, რადგან ამ მხარეს მეტი ხვრელია. გაიმეორეთ იგივე პროცესი, რაც გააკეთეთ ძაფის ვერტიკალური ხაზით, გაატარეთ იგი ხვრელების მეშვეობით. თუმცა, როდესაც ვერტიკალურ ხაზს გადაკვეთთ, შექმენით ქსოვის ნიმუში ვერტიკალური ხაზების მეშვეობით. ეს ხელს შეუწყობს ძაფის სიმტკიცეს. დაიმახსოვრეთ, რომ არ უნდა დაჭიმოთ ძაფები. დატოვეთ დაახლოებით 180 სმ ან რამდენიც დაგრჩათ, რათა შექმნათ ერთგვარი "ჯიბე", რომელშიც თევზს დაიჭერთ.

3-1662125324.png

გაამყარეთ ბაწრის ძაფები ძუით. აუცილებელია კვანძების გაკეთება თითოეული ძაფის ბოლოებსა და საწყისებზე, რათა ადვილად არ გატყდეს ან არ გაიხსნას თევზჭერის დროს.

4-1662125335.png

დაიჭირეთ თევზი. თუ ნაბიჯები სწორად შესრულდა, უნდა გქონდეთ ფუნქციური ბადე, რომელსაც უნდა შეეძლოს თევზის დაჭერა. სცადეთ და აქციეთ ეს თქვენს საყვარელ საქმედ!

5-1662125346.png

წყარო: instructables.com