როგორ გავიწმინდოთ სახე სახლის პირობებში
რისთვის არის აუცილებელი და როგორ მოვამზადოთ კანი?
სახის ღრმა წმენდა - ეს ბევრეტაპიანი კანის წმენდის პროცედურაა, რომელიც პილინგსაც ითვალისწინებს, სახის ნიღბებს, წმენდას, მასაჟს, კანის დატენიანების ეტაპებსა და აღდგენას. ნიღბები ირჩევა კანის ტიპისა და სახეზე არსებული პრობლემების მიხედვით. ზოგიერთი ამკვრივებს კანის ზედაპირს, ზოგიერთი აკნეს გამოშრობას უწყობს ხელს და ხურავს კანის ფორებს
ბევრს უჩნდება კითხვა: უნდა ჩაიტაროს ღრმა წმენდა ჯანმრთელი და ნორმალური კანის მქონე ადამიანებმაც? ნებისმიერი კოსმეტოლოგი გიპასუხებთ: კი. სტანდარტული მოვლა ნებისმიერი ტიპის კანისთვის არის რეკომენდებული 4-6 კვირის განმავლობაში ერთხელ, თუკი უკუჩვენებები არ აღენიშნება.
კანის მომზადება წმენდისთვის
პროფესიონალური ან სახლის პირობებში წმენდამდე კანიდან უნდა მოიშოროთ მაკიაჟი. თუკი იყენებთ მიცერალურ წყალს, აუცილებლად ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით. შემდგომ კოსმეტოლოგმა უნდა დაიტანოს ლოსიონი ან სპეციალური გელი პროცედურის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. საშუალებები უნდა შეირჩეს თქვენი კანის ტიპის მიხედვით და გახსოვდეთ, რომ სრულიად მშრალი კანის გაწმენდა არ შეიძლება
სახის წმენდის პროცედურა სახლის პირობებშითუკი კოსმეტოლოგთან ვიზიტის დრო არ გაქვთ, სახის წმენდა შავი წერტილებისგან და ღრმა ჭუჭყისგან აუცილებელია.
როგორ ტარდება სახლში ეს პროცედურა?
დაიბანეთ სახე ცივი წყლით. ჩაიტარეთ დემაკიაჟი რბილი გამწმენდი საშუალებებით.ჩაიტარეთ მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშებით. დაიმუშავეთ შუბლი, ნიკაპი, წარბები და კისერი იმისათვის, რომ მოადუნოთ კუნთები.დაიტანეთ ლოსიონი ან პილინგ-ნიღაბი წრიული მოძრაობებით, მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად.შეათბეთ წყალი და მიიტანეთ სახე ორთქლთან იმისათვის, რომ ფორები გაიხსნას.დაიფარეთ თავზე პირსახოცი და ორთქლზე გაიჩერეთ სახე 10 წუთით.შემდგომ დაიტანეთ დამატენიანებელი ტონიკი, იმისათვის, რომ დახუროთ ფორები და გააგრილოთ სახე.ბოლოს დაიტანეთ ინდივიდუალურად შერჩეული დამატენიანებელი საცხი.
რამდენად ხშირად გავიწმინდოთ სახე?
ღრმა წმენდა აუმჯობესებს სახის კანს და ათანაბრებს ფერს. ზოგიერთი პროფესიონალური წმენდის სახეობა აკნეს პრობლემას ჭრის და ხურავს ფორებს. კოსმეტოლოგები სახის წმენდას 2-3 თვეში ერთხელ ინტერვალით გვირჩევენ. დერმის გასუფთავების შემდეგ რეკომენდებულია SPF საცხის გამოყენება, იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ პიგმენტაცია და მზისგან დამწვრობა. მეორე მხრივ SPF საცხის ყოველდღიურად გამოყენებას გვირჩევენ იმისათვის, რომ კანის დაბერებას ხელი შევუშალოთ და მელანომისგან დავიცვათ.
ჩვენებები და უკუჩვენებები: ვისთვის შეიძლება სახის ღრმა წმენდა?
პირველ რიგში, წმენდა სჭირდებათ ჩაშავებული და პრობლემური კანის მქონე ადამიანებს. რეგულარული წმენდა ზედა მკვდარ ფენას მოგაცილებთ, რაც დაგეხმარებათ თავის მოვლის საშუალებების კანში უკეთ შეღწევაში. წმენდა ანელებს დაბერების პროცესს და კანს უფრო მეტ სიმკვრივეს ანიჭებს.