როგორ ვიყოთ მეტად ნაკითხი
დაუსახეთ მიზნები საკუთარ თავს. ბედნიერი ხართ, როცა მიზანს აღწევთ? დაიწყეთ მცირედით - ვთქვათ, წაიკითხეთ თვეში ერთი წიგნი, შემდეგ კი გაზარდეთ მათი რაოდენობა თანდათან. როდესაც ამ პროცესში ჩაერთვებით, გაგიჩნდებათ მოტივაცია, რომ უფრო სწრაფად წაიკითხოთ, რათა მეტი მოასწროთ. შეადგინეთ წიგნების სია, მიჰყევით გეგმას და წარმატებას მიაღწევთ. დაისახეთ მიზნები, რათა დრო პროდუქტიულად გაატაროთ.
წაიკითხეთ ტოპ 100 წიგნების სია. თითქმის ყველა ჟურნალმა გამოსცა ასობით წიგნის საკუთარი ვერსია „რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს“. რატომაც არა, წაიკითხეთ ისინიც! ნაკითხი იქნები, თუ ყველაფერს დაეუფლები. მაგალითად, შეგიძლიათ წაიკითხოთ ნამუშევრები სიებიდან:ტოპ 100 თანამედროვე წიგნი; ჟურნალ Times-ის 100 საუკეთესო წიგნი; The Guardian-ის 100 საუკეთესო წიგნი; წაიკითხეთ ნობელის პრემიის ლაურეატების წიგნები.
მოუსმინეთ აუდიო წიგნებს. იპოვეთ აუდიო წიგნი, ის არანაირად არ ჩამოუვარდება ჩვეულებრივს! თუ ზედმეტად დაღლილი ხართ თვალით წასაკითხად, მაშინ მოსმენა საუკეთესო გამოსავალია. ეს ვარიანტი განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვინც დიდ დროს ატარებს გზაზე. გამოიყენეთ თქვენი დრო რაციონალურად ! სანამ წიგნს იყიდით მიზანშეწონილი იქნება, მოისმინოთ და დარწმუნდეთ, რომ მოგწონთ მკითხველის ხმა. თუ ხმა არ მოგწონს, წიგნი ძალიან ნელა იკითხება.
გამოიყენეთ Kindle Reader. ეს არ არის იაფი, მაგრამ მოსახერხებელია. ზოგჯერ თქვენ ასევე შეძლებთ თანხის დაზოგვასაც, რადგან გარკვეული ფასდაკლებებიც მოქმედებს. გარდა ამისა, Kindle-ით თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ შეძენილი წიგნი წამებში, ვიდრე დაელოდოთ მის მიწოდებას წიგნის მაღაზიებში.თუ თქვენ გაქვთ Kindle, შეგიძლიათ წაიკითხოთ ნაწყვეტი წიგნიდან სანამ იყიდით.
შეუერთდით წიგნის კლუბს, ან თავად დააარსეთ. ასე რომ თქვენ არა მხოლოდ დაუმეგობრდებით სხვა ნაკითხ ადამიანებს, არამედ აღმოაჩენთ ბევრ ახალ წიგნს. გარდა ამისა, გექნებათ განსაზღვრული ვადები კონკრეტული წიგნის წაკითხვის დასასრულებლად, რაც ასევე სასარგებლოა. წიგნის კლუბებში ყოველთვის შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ნამუშევრის განხილვა! ეს, მოგეხსენებათ, ძალიან სასარგებლოა, თორემ არის დაუფიქრებელ და უაზრო კითხვაში გადასვლის რისკი.ბევრი წიგნის კლუბს აქვს წესი, რომლის მიხედვითაც ზოგიერთი წევრი ირჩევს წიგნს, ზოგი კი კითხულობს მას. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი საყვარელი ავტორები სხვა ადამიანებს!
დარეგისტრირდით ანგარიშზე Goodsread-ზე ან სხვა მსგავს სერვისზე. ეს სერვისები საშუალებას გაძლევთ შეადგინოთ წიგნების სია, რომელთა წაკითხვაც გსურთ, დატოვოთ მათზე მიმოხილვები და დაუკავშირდეთ სხვა წიგნის მოყვარულებს. ასეთი სერვისები, როგორც წესი, უფასოა და მათ უბრალოდ ბევრი სარგებელი მოაქვთ.
დაუკავშირდით სხვა ნაკითხ ადამიანებს. მათთან ურთიერთობა ბევრ ახალ აზრსა და იდეას შთაგაგონებთ. აზრი არ აქვს კარგად წაკითხულს, თუ არ შეგიძლია გამოიყენო შენი ცოდნა და ხალხთან ისაუბრო იმაზე, თუ რა არის ახალი წიგნის სამყაროში!
მოუსმინეთ პოდკასტებს. თუ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მწერლების უფასო პოდკასტი, ეს ძალიან კარგია. პოდკასტებიდან შეგიძლიათ ისწავლოთ ბევრი ახალი რამ, აღმოაჩინეთ ის, რაც აქამდე არ იცოდით.
წყარო: wikihow.com