როგორ შევწვათ ნესვი - უცნაური, მაგრამ უგემრიელესი დესერტი - rogor.ge

როგორ შევწვათ ნესვი - უცნაური, მაგრამ უგემრიელესი დესერტი

გარეცხეთ ნესვი და დაჭერით კუბიკებად. ამოიღეთ თესლი. ამ დესერტისთვის ნესვი როგორც მოგწონთ შეგიძლიათ ისე დაჭრათ, მაინც გემრიელი გამოდის.

rogor-1660721197.ge2.jpg

ნესვს დაასხით ლიმონის წვენი და აურიეთ. გააჩერეთ 5 წუთი.

ცხელ ტაფაში კარაქით მაღალ ცეცხლზე შეწვით ნესვი ოქროსფერამდე. არ დაგავიწყდეთ დროდადრო ამობრუნება.

rogor-1660721309.ge2.jpg

მზა ნესვი გადაიღეთ თეფშზე. მოაყარეთ დარიჩინი და მოასხით თაფლი. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი, ან ქოქოსის ფანტელები.

მზადაა!

იხილეთ ასევე: როგორ შევწვათ საზამთრო გრილზე