როგორ გამოვიყენოთ ნივრის ნაფცქვენები - rogor.ge

როგორ გამოვიყენოთ ნივრის ნაფცქვენები

ნივრის ქერქს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

დაფხვნილი ნაფცქვენი სასარგებლოა, თუ მარილივით მოაყრით სხვადასხვა კერძს ისეთი დაავადებების დროს, როგორიც არის ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, მძიმე ლითონთა მარილებით ინტოქსიკაცია. ასევე კარგია გრიპისა და სხვა რესპირაციული დაავადებების პროფილაქტიკისთვის, გაზაფხულზე დასუსტებული იმუნიტეტის მოსაძლიერებლად და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნივრის ქერქის დადებითი ეფექტი დიარეისა და კვებითი მოწამვლის დროს. საკმარისია, მიიღოთ დღეში სამჯერ, თითო სადილის კოვზის ოდენობით და პრობლემაც ორიოდე დღეში გაივლის.

ნივრის ქერქის ნაფხვენის დამზადება ადვილია: მოაცალეთ ნიორს ჭუჭყიანი გარეთა ფენა, მომდევნო ფენა კი მოაგროვეთ, გააშრეთ, გაახმეთ და ჩვეულებრივ ყავის საფქვავში დაფქვით.

წყარო: mkurnali.ge