როგორ უნდა გააკრიალოთ გაზქურა უმარტივესი მეთოდით - ხეხვისა და ფხეკის გარეშე - rogor.ge

როგორ უნდა გააკრიალოთ გაზქურა უმარტივესი მეთოდით - ხეხვისა და ფხეკის გარეშე

როგორ უნდა გაწმინდოთ ღუმელის მინა:

  1. გამაფხვიერებელს დაამატეთ წყალი და ურიეთ, სანამ არაჟნის სისქეს არ მიიღებს.
  2. დაასხით ეს მასა მინაზე
  3. დატოვეთ ნახევარი საათის განმავლობაში
  4. გადაწმინდეთ ჩვრით ან ღრუბელით.ისე გაკრიალდება, გაოცებული დარჩებით.

ღუმელის შიგთავსის გასუფთავებაც ადვილია. ეს პროცედურა ჯობია საღამოს წამოიწყოთ.

  1. გაახურეთ ღუმელი 150 გრადუსამდე
  2. ჩაასხით ჭურჭელში ერთი ლიტრი მდუღარე წყალი
  3. მეორე ჭურჭელში - ამიაკი
  4. გამორთეთ ღუმელი
  5. ამიაკი და წყალი ორივე ღუმელში შედგით (გამორთულ, მაგრამ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში). ოღონდ, ამიაკი დადგით ლანგრის დასადგმელზე, შუაში, წყალი კი ღუმლის შიგთავსის ძირზე, ზედაპირზე.
  6. დახურეთ ღუმელი და დასაძინებლად წადით (ეს პროცედურის ყველაზე სასიამოვნო დეტალია)
  7. მეორე დილით ამიაკში ცოტა ჭურჭლის სარეცხი სითხე ჩაუმატეთ, უხეში ქსოვილი ჩაალბეთ მასში და შიგთავსი გაწმინდეთ.სულ ეს არის. ხომ ადვილია? ოღონდ არ დაგავიწყდეთ სამზარეულოს განიავება და ნიშადურის ოხშივარისგან გათავისუფლება. შეგიძლიათ ნიშადურის ნაცვლად სოდაც გამოიყენოთ. ოღონდ წყალში გაზავებული სოდით ღუმელის კედლები დაასველეთ და ისე გააჩერეთ. ამის შემდეგ გაწმინდეთ.

წყარო: shin.ge