როგორ დაძლიოთ ღამის შიმშილი?
ჭამეთ რეგულარულად, ყოველ სამ საათში მცირე ულუფებით;
მიირთვით დიეტური ხორცეული: კურდღელი, ინდაური, ქათამი, წიწილა;
უპირატესობა მიანიჭეთ თევზეულსა და ზღვის პროდუქტებს;
საკვებ რაციონში ჩართეთ "მსუბუქი" ადვილად ასათვისებელი ცილები: ხაჭო, კვერცხი და მაწონი;
მიირთვით 200-300 გრამი ხორცი, ხაჭო და კვერცხი;
გამორიცხეთ ალკოჰოლი, ის იწვევს სისხლძარღვების სპაზმსა და არტერიული წნევის მომატებას.
საკვები რაციონი გაამდიდრეთ ხილითა და ბოსტნეულით. სეზონური ხილი და კენკრა მიირთვით როგორც მთავარი კერძი, ერთ-ერთ ულუფად და არა ჩაროზად კერძის შემდეგ;
აკონტროლეთ წყლის სმის რეჟიმი, დალიეთ სულ მცირე 1,5 ლიტრი წყალი დღეში, ნუ დაელოდებით წყურვილის შეგრძნებას;
წყარო: mkurnali.ge