როგორ შეარჩიონ იდეალური ვარცხნილობა plus size ქალბატონებმა - rogor.ge

როგორ შეარჩიონ იდეალური ვარცხნილობა plus size ქალბატონებმა

ულტრამოკლე ვარცხნილობა

2-1659336758.jpg

ეს არის თმის შეჭრის კატეგორია, რომელსაც ფრთხილად უნდა მოეკიდოთ. "ზღარბი", რომელიც ძალიან მოკლეა, ამხელს სახის ყველა ნაკლს და ოდნავ არღვევს პროპორციებს. თავი პატარა ჩანს ტანთან შედარებით. თუ გსურთ თმის ძალიან მოკლედ შეჭრა, უმჯობესია აირჩიოთ შედარებით უფრო მოცულობითი სტილი.

სწორი თმა

rogor-1659338112.ge.jpg

მოერიდეთ ზედმეტად გასწორებულ და დატკეპნილ ვარცხნილობას. ის სახეს უფრო მრგვალს ხდის, ვიდრე სინამდვილეშია. სჯობს დაამატოთ მოცულობა და სიმსუბუქე. შეგიძლიათ სცადოთ კასკადური ან ფენებიანი "ბობი". ის გაცილებით უკეთ გამოიყურება. ახლა მოდაშია ბუნებრიობა და ჰაეროვნება.

კარე

rogor-1659338315.ge.jpg

კარე ღაწვების გასწვრივ, არ იქნება მომგებიანი ვარიანტი. ჯობს გრძელი კარე შეარჩიოთ, თუმცა ბევრი რამ დამოკიდებულია თმის ფაქტურაზეც. თუ ხვეული თმა გაქვთ, სწორი კარე არ იქნება კარგი გადაწყვეტილება. წაგრძელებული "ბობი" ბევრად ლამაზად დადგება.

მოკლე და სწორი წინამო

rogor-1659338366.ge.jpg

მოკლე წინამოსთან ფრთხილად უნდა იყოს. მას მუდმივად სჭირდება დაყენება და მკვეთრად ცვლის სახის პროპორციებს. თუ წინამოს შეჭრას გადაწყვეტთ, უმჯობესია გვერდული, ან ასიმეტრიული ვარიანტი სცადოთ.