როგო გავაკეთოთ ექსპერიმენტი - ვულკანის ამოფრქვევა
„ვულკანის“ შესაქმნელად მუყაოსგან ააგეთ კონუსი, დააწებეთ ლენტით და ამოჭერით მკვეთრი ბოლო.
ნებისმიერ ბოთლს, რომელიც გაქვთ, დაადეთ კონუსი და ზემოდან წაუსვით ყავისფერი ან ნებისმიერი მუქი პლასტილინი, მთის ხედის მიბაძვით. ჯობია ეს მაკეტი დიდ თეფშზე ან საცხობ ფირფიტაზე დადოთ, რომ მერე არაფერი გადმოიღვაროს.
ჩაასხით სოდა, წითელი საღებავი, ჭურჭლის სარეცხი საშუალება ძაბრის მეშვეობით ბოთლში, რომელიც კონუსშია მოთავსებული და დაამატეთ წყალი. აურიეთ ეს ნარევი და შემდეგ სთხოვეთ ბავშვს დაუმატოს იქ ძმარი.
ქიმიური რეაქცია დაიწყება, ვულკანი ქაფის წითელ „ლავას“ამოაფრქვევს.
ასევე ნახეთ: როგორ მოვაწყოთ ტორნადო ბოთლში - სახალისო ექსპერიმენტი