როგორ მოვამზადოთ ყაბაყი ხორცზე უფრო გემრიელად - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ყაბაყი ხორცზე უფრო გემრიელად

გარეცხეთ ყაბაყი, მაგრამ არ მოაშოროთ კანი. გახაზეთ კანი ჩანგლით, შემდეგ კი ბოსტნეულის კუდები მოჭერით. ყაბაყი დაჭერით სიგრძეზე და შემდეგ ისევ შუაზე.

3-1659094368.jpg

ყაბაყი ორივე მხრიდან დააფიქსირეთ ბამბუკის ჩხირებით, შემდეგ კი დანით დასერეთ, ბოლომდე არ გაჭრათ. ჩხირები ამ შემთხვევაში ფიქსატორების როლს ასრულებენ, რათა შემთხვევით არ მოგეჭრათ ყაბაყის ნაჭერი. ყაბაყს ორივე მხრიდან მოაყარეთ მარილი და პილპილი.

3-1659094473.jpg

ცალკე თასში შეურიეთ 3 კვერცხი სიმინდის სახამებელს და არაჟანს. ასევე დაამატეთ სანელებლები გემოვნებით (პაპრიკა, შავი პილპილი, მარილი). აურიეთ სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება. მიღებული მასა ჩაასხით თასში.

საცხობ ფირფიტაზე წინასწარ დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით მცენარეული ზეთი. ფქვილი ჯამში ჩაყარეთ. ყაბაყი ჯერ ფქვილში, შემდეგ კი კვერცხის ნარევში ამოაწეთ და გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში, სანამ მზად არ იქნება.

2-1659094604.jpg

აირჩიეთ ყველი, რომელიც კარგად დნება. ყველი დაჭერით ფირფიტებად, ხოლო პომიდორი თხელ ნაჭრებად. ყაბაყის ჭრილებში მონაცვლეობით გაანაწილეთ ყველი და პომიდორი.

კვერცხს შეურიეთ მარილი, შავი პილპილი და მშრალი რეჰანი. დაუმატეთ დაფქული ნივრის კბილი. აურიეთ. ყაბაყს წაუსვით კვერცხის ნაზავი, შემდეგ კვლავ შედგით ღუმელში კიდევ 5-10 წუთის განმავლობაში.

მზა კერძს მოაყარეთ მწვანილი.

1-1659094709.jpg

გემრიელად მიირთვით!