როგორ ვისწავლოთ ქმრის ნდობა - rogor.ge

როგორ ვისწავლოთ ქმრის ნდობა

პირველ რიგში, თქვენ უნდა გააცნობიეროთ ნდობის მნიშვნელობა. ნდობა სასიცოცხლოდ აუცილებელია ჰარმონიული ურთიერთობისთვის. მის გარეშე უბრალოდ ვერ იქნებით ჭეშმარიტად ბედნიერი პარტნიორთან.

განვიხილოთ შემდეგი:

ნდობის გარეშე, გექნებათ ეჭვის მიზეზი ყოველთვის, როდესაც თქვენი ქმარი არ იქნება თქვენთან.

მართლა იმას აკეთებს, რასაც ამბობს, თუ გატყუებთ?

ნდობის გარეშე ვერ იქნებით 100%-ით დარწმუნებული, რომ ქმარი თქვენი ერთგულია.

ესაუბრეთ მას იმაზე, რაც გაწუხებთ. კომუნიკაცია არის ურთიერთობის ნდობის დამყარების გასაღები. თქვენ უნდა იყოთ ღია თქვენს გრძნობებთან მიმართებაში. თუ თქვენი ქმარი აკეთებს რაღაცას, რაც შეარყევს თქვენს ნდობას, უთხარით მას ამის შესახებ! ის ვერ კითხულობს თქვენს აზრებს, ასე რომ, თუ გსურთ მისი შეცვლა, თქვენ უნდა ესაუბროთ მას. შეეცადეთ გამოხატოთ თქვენი შეშფოთება არაგანსჯის ტონით. არ აიძულოთ თავის გამართლება. შეეცადეთ იყოთ ღია და მეგობრული. მაგალითად, შეგიძლიათ თქვათ: „მისმინე, შეიძლება ცოტა ჩვენზე ვისაუბროთ?“ თქვენი არგუმენტების წარმოდგენისას სჯობს ისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს მისი ქმედებები თქვენს გრძნობებზე, ვიდრე გააკრიტიკოთ და გამოლანძღოთ. თქვენ არ უნდა ისაუბროთ მხოლოდ უარყოფით მხარეებზე - არ შეგეშინდეთ აღნიშნოთ ის სიკეთეც, რასაც აკეთებს თქვენთვის.

მოუსმინეთ მას. კარგი ურთიერთობა არის ქუჩა - ორმხრივი მოძრაობით. თქვენ ყოველთვის ვერ იქნებით ერთ აზრზე, ამიტომ პატივი უნდა სცეთ განსხვავებულ აზრს და შეეცადოთ დაინახოთ და გაანალიზოთ სიტუაცია მისი მხრიდანაც.

პატივი ეცით მის პირად სივრცეს. დაე, თქვენთან ურთიერთობაში ახალი ნდობა გაჩნდეს. ნდობის დამყარების მთავარი გზა ქმრისთვის საკმარისი პერსონალური სივრცის მიცემაა (და იგივეს მოელოდეთ მისგანაც). ეს ნიშნავს, რომ არ ამოწმოთ ერთმანეთის ტელეფონები, ელექტრონული ფოსტა, ან სოციალური ქსელის ანგარიშები. ეს ასევე ნიშნავს, რომ არ დაურეკოთ მას მუდმივად, არ ჰკითხოთ რას აკეთებს ან მოითხოვოთ ახსნა იმისა, რაც უკვე გააკეთა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვალი უნდა დახუჭოთ მის ცუდ საქციელზე და იგნორირება გაუკეთო მტკიცებულებებს. აშკარა გამაფრთხილებელი ნიშნები (როგორიცაა იდუმალი შეტყობინება, რამაც გამოიწვია თქვენთან ვახშმის გაუქმება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე) შეიძლება გახდეს საკუთარი გამოძიების საფუძველი. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტად შეეცდებით აკონტროლოთ მისი ცხოვრება და მოუჭიროთ "მარწუხები", მით უფრო გაუმძაფრდება მას თქვენგან გაქცევის სურვილი, რადგან შინაგანი თავისუფლების შეგრძნება თითოეული ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია.

დაუკავშირდით ოჯახის ფსიქოლოგს. თუ თქვენ არ შეგიძლიათ პრობლემის გადაჭრა დამოუკიდებლად, მაგრამ გსურთ თქვენი ქორწინების გადარჩენა, ნუ შეგეშინდებათ პროფესიონალური დახმარების ძებნა. თერაპევტი ან წყვილების ფსიქოლოგი დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ძირეულ მიზეზებს, რომლებიც ხელს გიშლით ერთმანეთის, როგორც წყვილის, ნდობისგან. ბევრი წყვილი მიმართავს დახმარებისთვის სხვადასხვა ოჯახურ საკითხებში ფსიქოლოგს.

თქვენ ორივე ჯერ კიდევ ცალკეული ინდივიდები ხართ, რომლებიც იმსახურებენ და სჭირდებათ პირადი სივრცე. თუ ერთმანეთს ცოტა თავისუფლებას მისცემთ, თქვენ შეამცირებთ შფოთვის დონეს ერთმანეთის ქმედებების გამო, ხოლო თქვენი ქმარი, თავის მხრივ, უფრო მზად იქნება უპასუხოს კითხვებს და გითხრათ მეტი, თუნდაც არ შეეკითხოთ. მისი საზრუნავი შემცირდება და თქვენიც. თქვენი მეუღლის გრძნობებისა და ინტერესების მოსმენა და სწორად შეფასება დაეხმარება მას თქვენს მიმართ ნდობის მოპოვებაში.

წყარო: wikihow.com