ხელის დაბანის რამდენიმე მეთოდი - როგორ გავიქროთ ხახვის, თევზისა და ნივრის სუნი - rogor.ge

ხელის დაბანის რამდენიმე მეთოდი - როგორ გავიქროთ ხახვის, თევზისა და ნივრის სუნი

ლიმონის წვენი

განსაკუთრებით კარგად მოქმედებს, როცა ხელზე თევზის სუნი გაქვთ. გაჭერით ლიმონი შუაზე და გაიწმინდეთ ხელები კარგად. შემდეგ წყლით დაიბანეთ.

ყავის მარცვლები

ეს მეთოდი ერთ-ერთი საუკეთესოა. გაიწმინდეთ ხელები ყავის მარცვლებით, ან დაფქული ყავით. შემდეგ საპნით დაიბანეთ.

საკვები სოდა

დაიყარეთ ხელზე ერთი ჩ/კ სოდა, გაიხეხეთ ხელები, შემდეგ კი დაიბანეთ.

კბილის პასტა

დაიბანეთ ხელები მენთოლიანი კბილის პასტით, შემდეგ კი საპონი გადაისვით.

ცივი წყალი

თუ არც ერთი ზემოთ ხსენებული მეთოდი არ მოგეწონათ, ხელები რამდენჯერმე ცივი წყლით დაიბანეთ.

ოხრახუში

თუ ოხრახუშს დაღეჭავთ, პირიდან ნივრის უსიამოვნო სუნისგან გათავისუფლდებით

მარილი

გაიხეხეთ მსხვილი მარილით ხელები, შემდეგ საპნით ჩამოიბანეთ.

ზეითუნის ზეთი

სანამ ხახვს და ნიორს დაჭრით, ხელები ზეითუნისზეთიანი ბამბით გაიწმინდეთ.