როგორ დავირეგულიროთ მაღალი არტერიული წნევა პროდუქტების დახმარებით - rogor.ge

როგორ დავირეგულიროთ მაღალი არტერიული წნევა პროდუქტების დახმარებით

უცხიმო ხაჭო აძლიერებს გულს. იგი კალციუმის, მაგნიუმისა და კალიუმის წყაროა. მიიღეთ ყოველდღიურად 100 გრამი ხაჭო.

წითელი ტკბილი წიწაკა C ვიტამინის საბადოა. ჰიპერტონიკებმა რეგულარულად უნდა მიიღონ. უმჯობესია, დღეში 2 ცალი.

ორაგული ორგანიზმს ომეგა-3-ითა და სასარგებლო ცხიმებით ამარაგებს. მიიღეთ კვირაში სამჯერ 100-150 გრამი.

შვრიის ფაფა ჰიპერტონიკის მენიუში ყოველ დილით უნდა იყოს. ის მდიდარია სელენითა და უჯრედისით.

გოგრის თესლი დაგიცავთ ინფარქტისგან, აგინაზღაურებთ თუთიის დეფიციტს. მიიღეთ დღეში 20 გრამი.

კაკაო აუმჯობესებს სისხლძარღვების მუშაობას, თუმცა საკმაოდ კალორიულია. მიიღეთ კვირაში 1-2 ფინჯანი.

უცხიმო რძე კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმისა და ვიტამინების წყაროა. სვით ყოველდღე.

შავი შოკოლადი ამაგრებს გულის კუნთს. შეიცავს ანტიოქსიდანტებს.

ნუში აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. მდიდარია E ვიტამინით, კალიუმითა და მაგნიუმით.

მწვანე ჩაი შლის ქოლესტინის საცობებს. იაპონიაში, სადაც მწვანე ჩაის რეგულარულად მიირთმევენ, თითქმის არ ავადმყოფობენ ჰიპერტონიით.

წყარო: marao.ge