როგორ დავმალოთ მუცელი ჯინსებში
არსებობს ჯინსის ისეთი სახეობები, რომლებშიც აუცილებლად იგრძნობთ თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად. თუ მუცლის დამალვა გსურთ, აირჩიეთ საშუალო, ან მაღალწელიანი მოდელი. ასევე, მნიშვნელოვანია ჯინსისთვის სწორი ზედის არჩევა: ჩაიცვით არა ფართო და გრძელი, არამედ მომდგარი მაისური, შესაძლოა შესაფერისი იყოს ასიმეტრიული პერანგი, ან ბლუზაც.
აირჩიეთ სწორი ჯინსი. შეარჩიეთ მოდელები, რომლებსაც აწერია „სწორი“, "mom", ან „ვიწრო“ (slim). სცადეთ რამდენიმე განსხვავებული მოდელი და შეარჩიეთ ისეთი, რომელიც არ იქნება ძალიან მომდგარი ტანზე. მოერიდეთ ფართო ჯინსებს. ასეთ მოდელებს ჩვეულებრივ უწოდებენ "თავისუფალს", "შლაქსს" ან უბრალოდ "ფართოს". თავისუფალი ჯინსი ვიზუალურად ზრდის მუცლის მოცულობას.
იპოვეთ ისეთი ზომა, რომელშიც ყველაზე კომფორტულად გრძნობთ თავს. სცადეთ სხვადასხვა ზომის ჯინსი, სანამ საბოლოო არჩევანს გააკეთებთ. ჰკითხეთ კონსულტანტს, თქვენს მიერ არჩეული ჯინსი ხომ არ პატარავდება გარეცხვის შემდეგ. ეს ინფორმაცია ასევე დაგეხმარებათ სწორი ზომის არჩევაში. სწორი ზომის არჩევა გარანტიაა იმისა, რომ ახალ ჯინსში თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად იგრძნობთ. სხვადასხვა ბრენდის ზომის დიაპაზონი შეიძლება განსხვავდებოდეს. სანამ იყიდით, აუცილებლად მოიზომეთ ჯინსი, მაშინაც კი, თუ ის იმ ზომისაა, რომელსაც ჩვეულებრივ ატარებთ.
უფრო გამხდარი რომ გამოჩნდეთ, აირჩიეთ მუქი ლურჯი, ან შავი ჯინსი. თუ მუცლის დამალვა გსურთ, რეკომენდებულია მუქი ლურჯი, ნახშირისფერი, ან შავი ჯინსის ჩაცმა. მუქი ფერები არ მიიქცევს ყურადღებას პრობლემურ ზონაზე. მოერიდეთ ჯინსებს თეთრი. ან ღია ცისფერ ფერებში, რადგან ისინი კიდევ უფრო გამოკვეთენ პრობლემურ ზონებს.
აირჩიეთ საშუალო ან მაღალწელიანი ჯინსი, რომელიც დაფარავს თქვენს მუცელს. დაბალწელიანი მოდელები არ არის რეკომენდებული. ისინი არ ფარავენ მუცელს და ამგვარი ჯინსის ტარებისას, ქამრის ზემოთ გვერდებზე ულამაზოდ გამოჩნდება მუცელი.
დარწმუნდით, რომ ჯინსი საკმარისად მჭიდროა მუცლის არეში. გასინჯვის პროცესში შეამოწმეთ ქსოვილის სიმკვრივე მუცლის არეში - ძალიან არ უნდა გაიჭიმოს. ჯინსი მუცელს უნდა ეკვროდეს, მაგრამ არ უნდა იყოს ძალიან მჭიდრო.
აირჩიეთ კოჭებამდე სიგრძის ჯინსი. ჯინსები სხვადასხვა სიგრძისაა, რადგან განკუთვნილია სხვადასხვა ფეხის სიგრძისთვის. ჯინსის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ ზომას, არამედ ეტიკეტზე მითითებულ სიგრძესაც. მას შემდეგ, რაც აირჩევთ კონკრეტულ ზომას, სცადეთ ამ ზომის სხვადასხვა სიგრძის ჯინსი და შეარჩიეთ ის, რომელიც მთავრდება კოჭთან. მოერიდეთ ზედმეტად მოკლე მოდელებს, ან ძალიან გრძელს, რომელიც ვიზუალურად ამოკლებს ფეხებს.
წყარო: wikihow.com