ბიუჯეტური იდეები სააბაზანო ოთახის გასალამაზებლად - rogor.ge

ბიუჯეტური იდეები სააბაზანო ოთახის გასალამაზებლად

ყველაზე პატარა აბაზანაც კი შეიძლება იქცეს სასიამოვნო თავშესაფრად, რამდენიმე მარტივი ხრიკების გამოყენებით.

გამოცვალეთ აბაზანის ფარდა

2-1654845721.jpg

აბაზანის ფარდა ალბათ ყველაზე ბიუჯეტური და მარტივი გადაწყვეტაა, ინტერიერის გასახალისებლად. შეარჩიეთ ნათელი და ლამაზი ფერები. თუ პირსახოცების და სააბაზანოს ფილების დიზაინს შეუხამებთ, შედეგი ძალიან შთამბეჭდავი იქნება.

შეღებეთ სააბაზანოს ავეჯი

3-1654845734.jpg

ეს მნიშვნელოვანი მომენტია ინტერიერის საერთო დიზაინში. კარადები დროთაგანმავლობაში ჭუჭყიანდება და კარგავს იერსახეს. ახალი საღებავი კი მთლიანად შეცვლის ვიზუალს. დროა შეიძინოთ მკვეთრი ლურჯი, ფირუზისფერი საღებავი.

გამოცვალეთ ონკანი

4-1654845743.jpg

თქვენ მას უყურებთ ყოველ ჯერზე, როდესაც ხელებს იბანთ. ულამაზო ონკანი კი შეიძლება თქვენი გაღიზიანების მიზეზი გახდეს. დააყენეთ გლუვი, ლამაზი ონკანი უჟანგავი ფოლადის, ან პოლირებული ნიკელის.

განსხვავებული კედელი

5-1654845757.jpg

პირსაბანის კედელზე შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური მისაკრავი პლასტიკის ფილების იმიტაცია, რომელიც საკმაოდ ბიუჯეტურია.

დაამატეთ მცენარე

6-1654845768.jpg

ის სიმყუდროვეს შესძენს დიზაინს.

ჩარჩოიანი სარკე

7-1654845779.jpg

დიდი მოცულობის სარკე ჩარჩოთი შეცვლის ინტერიერს. ჩარჩოს ფერი და სტილი შეგიძლიათ შეუხამოთ აბაზანის კარადას.

თანამედროვე განათება

8-1654845792.jpg

განათების შეცვლამ შეიძლება შეცვალოს სინათლის გავრცელებია აბაზანაში და სივრცეს სულ სხვანაირი სახე მისცეს. გამოიყენეთ სააბაზანოს ბრა, დამატებითი განათების წყაროდ.