რაში და როგორ გამოვიყენოთ ქონდარი - rogor.ge

რაში და როგორ გამოვიყენოთ ქონდარი

გამოყენება

გარდა იმისა, რომ იგი ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, ქონდარს აქვს ანტისპაზმური, ანტიდიარეული, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და ქიმიოთერაპიული თვისებები. არაერთმა კვლევამ ცხადყო, რომ ქონდარს ან ძალიან მცირე რაოდენობით აქვს, ან საერთოდ არ აქვს უკუჩვენებები და არ არის დაკავშირებული რაიმე მნიშვნელოვან ტოქსიკურობასთან.

ისტორია

ქონდარი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა კულინარიაში. მისი არომატი მოგაგონებთ ორეგანოს. იმის გამო, რომ ზაფხულის ქონდარი ოდნავ უფრო ტკბილია, ვიდრე ზამთრის ქონდარი, ზაფხულის ქონდარი გამოიყენება კომერციაში. მწვანე ფოთლები და ღეროები, როგორც ახალი, ისე ხმელი, ექსტრაქტებთან ერთად, გამოიყენება, როგორც არომატიზატორები საცხობ და კვების მრეწველობაში. ცნობილია, რომ ქონდრის ზეთი ფლობს ანტიდიურეზულ ეფექტს კარვაკროლის გამო. ქონდრის ჩაი, ტრადიციულად, ევროპაში გამოიყენებოდა ჭარბი წყურვილის სამკურნალოდ დიაბეტიან პაციენტებში.

მესამეული რესურსები ადასტურებს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ქონდრის გამოყენების ისტორიას ტრადიციულ მედიცინაში, როგორც მატონიზირებელი, კარმინატიული, შემკვრელი და ამოსახველებელი საშუალება და ნაწლავური პრობლემების სამკურნალო საშუალება, როგორებიცაა დიარეა და გულისრევა. თუმცა, სამეცნიერო ლიტერატურაში, პირველ რიგში, დოკუმენტირებულია, როგორც ხალხური საშუალება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, როგორებიცაა კრუნჩხვები, კუნთების ტკივილი, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა და ინფექციური დაავადებები. არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ ზაფხულის ქონდარი გამოიყენებოდა, როგორც აფროდიზიაკი, ხოლო ზამთრის - ლიბიდოს შესამცირებელი საშუალება.

ქონდარი, როგორც ანტიბაქტერიული საშუალებამეტეორიზმის სამკურნალოდ ქონდარი ერთ-ერთი საუკეთესო და ეფექტური საშუალებაა. ეს მცენარე ხასიათდება სედატიური მოქმედებით ნაწლავური კოლიკების დროს. აძლიერებს მომნელებელი ფერმენტების გამოყოფას კუჭიდან და ნაწლავებიდან.

ქონდარი, როგორც დამამშვიდებელი საშუალებანერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად ქონდრის, ანისულისა და ბეგქონდარას ნაყენი კარგი საშუალებაა. გაითვალისწინეთ, რომ ქონდრის ეთერზეთი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ – მისი გადაჭარბებული გამოყენება ნერვულ სისტემას ზედმეტად აღაგზნებს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებში ქონდრის ჩაი ამცირებს წყურვილის გრძნობას.

ქონდარი, როგორც საჭმლის მომნელებელი საშუალებაცხიმიან საკვებთან ქონდრის გამოყენება დიასახლისების ნაცადი და სასარგებლო პარქტიკაა, რადგან ის ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და დაგეხმარებათ, მარტივად გათავისუფლდეთ სიმძიმის შეგრძნებისგან.

ქონდარი, როგორც კბილის პასტაქონდრის გამოყენება პირის ღრუს მოწესრიგების დროს დაგეხმარებათ, გაიმაგროთ ღრძილები, მოახდინოთ კარიესის პრევენცია.

ქონდარი სასარგებლოა ქალებში მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებისთვის. ის ასევე დაგეხმარებათ ცისტიტის მკურნალობისას, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ორსულობის დროს ის სიფრთხილით უნდა მოიხმაროთ.

წყარო: marao.ge