როგორ მოვამზადოთ ოლადები კარტოფილით, ყაბაყით და სიმინდით - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ოლადები კარტოფილით, ყაბაყით და სიმინდით

ბოსტნეულის გამოყენება შესაძლებელია ბევრ მარტივ, მაგრამ გემრიელი კერძის მოსამზადებლად, მაგალითად როგორიცაა ყაბაყის, კარტოფილისა და სიმინდისგან დამზადებული გემრიელი ოლადები. ძალიან ნაზი შიგნიდან და დაფარული თხელი ოქროსფერი ქერქით, ფაქტობრივად პირში დნება და იდეალურია სოუსთან.

მომზადების მეთოდი:

1654686048202-1654687229.jpeg

გარეცხეთ და გააშრეთ ბოსტნეული. ყაბაყი კანიანად გახეხეთ სახეხზე.

ხახვი წვრილად დაჭერით, ნიორი დაჭყლიტეთ.

1654686081323-1654687250.jpeg

კარტოფილი მოხარშეთ კანიანად. დაამატეთ ქვაბში ბროკოლი და ხარშეთ კიდევ 2-3 წთ.

გადაასხით წყალი, ბროკოლს გადაავლეთ ცივი წყალი და დაჭერით პატარა ნაჭრებად. კარტოფილი გაფცქვენით.

ჯამში ჩაჭყლიტეთ კარტოფილი, დაუმატეთ ყაბაყი, ხახვი და ნიორი, სიმინდი, ფქვილი. მარილი, პილპილი. აურიეთ კარგად და 5 წთ დადგით, რომ ფქვილმა სითხე შეიწოვოს.

1654686092188-1654687272.jpeg

ბოსტნეულის მასას ხელებით მიეცით ოლადების ფორმა და სურვილისამებრ ამოავლეთ საფანელში.

1654686100774-1654687341.jpeg

გაახურეტ ტაფა, დაასხით ზეთი და შეწვით ორივე მხრიდან.

1654686114446-1654687380.jpeg

მიირთვით საყვარელ სოუსთან ერთად.

1654686126436-1654687401.jpeg

1654686147854-1654687415.jpeg