როგორ ვუპასუხოთ ყოფილის მესიჯებს - rogor.ge

როგორ ვუპასუხოთ ყოფილის მესიჯებს

მოიცადეთ, სანამ უპასუხებთ

პაუზა საშუალებას გაძლევთ დამშვიდდეთ და შეაფასოთ თქვენი ემოციები. ტექსტზე ან ზარზე ძალიან სწრაფად პასუხის გაცემა შეიძლება ცუდი გადაწყვეტილება იყოს, შესაძლოა საბოლოოდ ისეთი რაღაცები თქვათ, რასაც შემდგომ ინანებთ. გარდა ამისა, ძალიან სწრაფმა პასუხმა შეიძლება აფიქრებინოს ყოფილს, რომ მასთან დაკავშირებას მოუთმენლად ელოდით.

გააანალიზეთ, თუ როგორ გრძნობთ თავს

1-1654066438.jpg

პასუხის გაცემამდე დაფიქრდით იმაზე, თუ რას ელით საუბრისგან. ჯერ კიდევ გაქვთ გრძნობები ყოფილის მიმართ? გსურთ მასთან დაბრუნება? როგორ წარმოგიდგენიათ ეს საუბარი? იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან და იცოდეთ რისი გაკეთება გინდათ სინამდვილეში.

იყავით თავაზიანი, რათა შეინარჩუნოთ მეგობრული ურთიერთობა

ეცადეთ დაუყოვნებლივ არ დააყაროთ კითხვები, თუ რატომ მოგწერათ და არ სთხოვოთ, რომ დაბრუნდეს თქვენთან. უპასუხეთ შეტყობინებას, ისე როგორც სხვა ადამიანის მოწერილს უპასუხებდით. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს თქვენს ყოფილთან ჩვეულებრივი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რაც კარგია იმ შემთხვევაში, თუ მასთან მეგობრობა გსურთ.

გაიგეთ მისი მიზანი

შესაძლოა მან უბრალოდ მოგიკითხათ, ან გამოგიგზავნათ მესიჯები წარსულში ჩადენილი ქმედებების შესახებ. ჰკითხეთ მას, რატომ გიკავშირდებათ ახლა და რა არის მისი მიზანი.

მოუსმინეთ მას, თუ სურს კამათის შეწყვეტა

თქვენი ყოფილი შესაძლოა ბოდიშის მოხდას აპირებს. თუ ეს ასეა, თქვენზეა დამოკიდებული, გსურთ თუ არა მათთან საუბარი თქვენი ურთიერთობის შესახებ. თუ თქვენი ურთიერთობა ტოქსიკური იყო ან ჯერ არ ხართ მზად აპატიოთ, შეგიძლიათ დააიგნოროთ. მაგრამ, თუ ფიქრობთ, რომ ამისთვის მზად ხართ, მოუსმინეთ მას.

სთხოვეთ შეხვედრა, თუ ურთიერთობის აღდგენის იმედი გაქვთ

პირადად შეხვედრა უკეთესია თქვენი გრძნობების შესახებ სასაუბროდ. თუ თქვენი ყოფილის მეგობრობა შენიღბულად გეჩვენებათ, შეიძლება კვლავ გქონდეთ გრძნობები მის მიმართ. აცნობეთ მას, რომ გსურთ მასთან დროის გატარება ან საუბარი. თუ ის დათანხმდება, შესაძლოა მზად იყოს თქვენთან დაბრუნებისთვის.

გაიხსენეთ ის პრობლემები რატომაც დაშორდით

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ყოფილი რომანტიული ურთიერთობის იდეა შეიძლება მაცდური იყოს, იფიქრეთ იმაზე, თუ რატომ დაშორდით. თუ ფიქრობთ, რომ იგივე პრობლემები ამოტივტივდება, შესაძლოა აღარ მოინდომოთ დაბრუნება.

უპასუხეთ შეტყობინებას გვიან ღამით, ან მეორე დღეს

გვიან ღამით შეტყობინებები ან ზარები შეიძლება ნიშნავს, რომ თქვენი ყოფილი მთვრალი ან მარტოსულია. ნასვამ ყოფილთან საუბარი არ მოგესურვებათ, მით უმეტეს, რომ მათ ეს ყველაფერი დილით მაინც არ ემახსოვრებათ. ამიტომაც დატოვეთ წაუკითხავი შეტყობინებები გვიანობამდე ან მეორე დღემდე.

წყარო: wikihow.com