ტანსაცმლის იარლიყზე გამოსახული ნიშნების ახსნა - rogor.ge

ტანსაცმლის იარლიყზე გამოსახული ნიშნების ახსნა

მოდი, მივყვეთ დანომრილ ნიშნებს და ვნახოთ თითოეულის ახსნა. რაც მთავარია, არ დაკარგოთ, ჩაინიშნეთ:

d5996158918d32f800bd417ec56901de-1653548451.jpg

1. ხელით რეცხვა.

2. გარეცხვა აკრძალულია.

3. დასაშვებია მხოლოდ ხელით რეცხვა 30 გრადუსზე, გაწურვა და ძლიერი ჭეჭყვა არ შეიძლება.

4. ხელით ან მანქანით რეცხვა არაუმეტეს იმ გრადუსზე, რაც არის მოცემული.

5. ხელით ან მანქანით რეცხვა. ზუსტად დაიცავით მოცემული ტემპერატურა, არ მიმართოთ ძლიერ მექანიკურ დამუშავებას, გაავლეთ ნელ-ნელა გაციებულ წყალში, გაწურვისას სარეცხის მანქანას დაუყენეთ "ცენტრიფუგის" ნელი რეჟიმი.

6. ძალიან დელიკატური რეცხვა მაქსიმალური რაოდენობის წყალში, მინიმალური მექანიკური დამუშავებით.

7. დასაშვებია ქლორის შემცველი მათეთრებლით რეცხვა. გამოიყენეთ მხოლოდ ცივი წყალი. თვალყური ადევნეთ, რომ ფხვნილი კარგად გაიხსნას.

8. რეცხვისას არ შეიძლება ქლორის შემცველი მათეთრებლის გამოყენება.

9. დასაშვებია გაუთოება.

10. დასაშვებია გაუთოება მაქსიმალურ ტემპერატურაზე - 110 გრადუსზე. იგივე წესები ვრცელდება სინთეტიკურ ქსოვილებზეც: ნეილონზე, პოლიესტერზე და სხვა სინთეტიკურ ქსოვილებზე. გამოიყენეთ საუთოებელი ქსოვილი, არ გამოიყენოთ ორთქლი.

11. დასაშვებია გაუთოება 150 გრადუსზე გაცხელებული უთოთი. დასაშვებია შალის და შერეული, პოლიეთილენისა და ვისკოზის ნარევ ქსოვილებზე. გამოიყენეთ სველი ნაჭერი.

12. დასაშვებია 200 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებული უთოთი გაუთოება. შეგიძლიათ ოდნავ დანამოთ ქსოვილი.

13. დასაშვებია მხოლოდ მშრალი ქიმწმენდა.

14. დასაშვებია ქიმწმენდა ნებისმიერი გამხსნელით.

15. ქიმწმენდა მხოლოდ ნახშირწყლით, ქლოროვანი ეთილით და მონოფტორტრიქლორმეთანით.

16. ქიმწმენდა მხოლოდ ნახშირწყლითა და ტრიფტორტრიქლორმეთანით.

17. ქიმწმენდა მხოლოდ ნახშირწყლით, ქლოროვანი ეთილით და მონოფტორტრიქლორმეთანით განსაზღვრულად წყლის რაოდენობით და ტემპერატურული საშრობით.

18. ქიმწმენდა მხოლოდ ნახშირწყლით და ტრიფტორტრიქლორმეთანით წყლის შეზღუდული რაოდენობით.

19. დასაშვებია გაწურვა და სარეცხის მანქანში გაშრობა.

20. არ არის რეკომენდებული გაწურვა და სარეცხის მანქანაში გაშრობა.

21. გაშრობა მხოლოდ თბილ ტემპერატურაზე.

22. გაშრობა მხოლოდ ცხელ ტემპერატურაზე.

23. გაწურვის შემდეგ დასაშვებია ვერტიკალური გაშრობა.

24. გაშრობა გაწურვის გარეშე.

25. გაშრობა ჰორიზონტალურ ზედაპირზე.