როგორ გავუკეთოთ დეზინფექცია სამზარეულოს ნიჟარას - rogor.ge

როგორ გავუკეთოთ დეზინფექცია სამზარეულოს ნიჟარას

თუ გვინდა თავიდან ავიცილოთ ინფექციები ან საკვების დაბინძურება, უმჯობესია მისი რეგულარულად დეზინფექცია ანტიბაქტერიული საშუალებებით.

ყველაზე ეფექტური და ეკონომიური გამოსავალი ძმრისა და საკვები სოდის კომბინაციაა. ეს ინგრედიენტები კლავს მიკრობებს და ინარჩუნებს სისუფთავესა და ბზინვარებას.

მომზადება:

ნიჟარას დაასხით სოდა და გააჩერეთ 5 წუთი.

გახეხეთ ჩოთქით, შემდეგ დაასხით თეთრი ძმარი.

დაელოდეთ მოქმედებას კიდევ 10 წუთი და შემდეგ წყლით ჩარეცხეთ.

ევა რუაძე