როგორ გავწმინდოთ AirPods-ის ქეისი - rogor.ge

როგორ გავწმინდოთ AirPods-ის ქეისი

თქვენი AirPods-ის სწრაფი და საფუძვლიანი გაწმენდა გაახანგრძლივებს თქვენი ყურსასმენის ექსპლუატაციას და თავიდან აიცილებთ მავნე ბაქტერიების გამრავლებას.

კორპუსის გარე ნაწილის გაწმენდა

q1-1652951424.jpg

აიღეთ რბილი ქსოვილის ნაჭერი და დაიწყეთ გასუფთავება. თუ თქვენი AirPods-ი მოთავსებულია დამცავ გარსში, რომელსაც ჩვენ CASE-ს ვუწოდებთ, მაშინ მოხსენით ისიც, რათა ადვილად გავუმკლავდეთ ჭუჭყის მოცილებას.

საჭიროების შემთხვევაში დაასველეთ ქსოვილი ცოტა სითხით. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოტაოდენი გამოხდილი წყალი, მაგრამ უფრო რთულად მოსაშორებელი ჭუჭყისთვის, დაასველეთ ქსოვილი მცირე რაოდენობით იზოპროპილის სპირტით. გახსოვდეთ, სითხე გამოიყენეთ ძალიან მცირე რაოდენობით, რადგან თქვენი AirPods და მათი შესანახი ჩანთა არ არის მდგრადი სითხეების მიმართ, ამიტომ ფრთხილად იყავით, რომ სითხე არ მოხვდეს დამტენის პორტებში ან თავად AirPods-ზე.

ბამბის ჩხირები საშუალებას მოგცემთ მიუწვდომელ ადგილებშიც ამოასუფთაოთ ქეისი. საჭიროების შემთხვევაში, დაასველეთ ჩხირი გამოხდილი წყლით, რათა მოშორდეს ჭუჭყი/ნადები. თუ თქვენს AirPods აქვს მართლაც ძნელად მოსაშორებელი ლაქა, ან ჩამჯდარი ჭუჭყი, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ მცირე რაოდენობით იზოპროპილის სპირტი.

q2-1652951442.jpg

ქეისის შიდა ნაწილის გაწმენდა

q3-1652951461.jpg

დატენვის პორტები რაც შეიძლება კარგად გაასუფთავეთ. გამოიყენეთ ბამბის ტამპონი, ან ბამბის ჩხირი. იმისთვის, რომ გაასუფთაოთ დამტენის პორტები, სასურველია რაც შეიძლება მეტი მტვერი ამოიღოთ ჩარჩოებიდან, რათა უზრუნველყოთ კორპუსის სწრაფად დატენვა.

კორპუსის თავზე არსებული ღარები

q4-1652951497.jpg

ამ ღარების სისუფთავის შენარჩუნება თქვენს ქეისს ახალ სახეს მისცემს . დაასველეთ ჩხირი ცოტაოდენი წყლით ან ალკოჰოლით, საჭიროებისამებრ.

გამოიყენეთ კბილის ჩხირი

პლასტმასის ან ხის კბილის ჩხირი ნამდვილად დაგეხმარებათ კორპუსის ბზარებისა და ნაპრალების გაწმენდაში, განსაკუთრებით სახურავის გარშემო. ფრთხილად და ნაზად დაამუშავეთ ზედაპირი.

დაასრულეთ გასუფთავება

q5-1652951548.jpg

ბოლო ნაბიჯი არის სწრაფი დასრულება, გაპრიალება მშრალი მიკროფიბრის ქსოვილის გამოყენებით.

ყურსასმენები დაათვალიერეთ და არსებული მცირე მტვრის ნაწლაკები ფუნჯის ნაზი მოძრაობებით მოაშორეთ.

q6-1652951602.jpg

მცირე რაოდენობით გამოიყენეთ იზოპროპილის სპირტი, რათა თავიდან აიცილოთ დინამიკის დაზიანება.

და ბოლოს, დააბრუნეთ თქვენი AirPods დამტენის ყუთში. ისინი მზად იქნებიან შემდეგი გამოყენებისთვის.

q7-1652951635.jpg

კესო კვარაცხელია

წყარო: wikihow.com