როგორ გაუკეთოთ რეკლამა თქვენს ბიზნესს - rogor.ge

როგორ გაუკეთოთ რეკლამა თქვენს ბიზნესს

გთავაზობთ გზებს, თუ როგორ უნდა დაიწყოთ თქვენი ბიზნესის პრომოცია:

აირჩიეთ სამიზნე აუდიტორია

სანამ დაიწყებთ რეკლამირების პროცესს, მნიშვნელოვანია გადაწყვიტოთ ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია. ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც თქვენი აზრით გამოიყენებს თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას. შეიძლება აარჩიოთ გარკვეული ასაკის ადამიანები კონკრეტული ადგილმდებარეობის მიხედვით.

განსაზღვრეთ სარეკლამო ბიუჯეტი

მნიშვნელოვანია ბიუჯეტის განსაზღვრა პროცესის დასაწყისშივე, რადგან ის განსაზღვრავს, თუ რა ტიპის რეკლამა შეგიძლიათ გააკეთოთ. გარკვეული ტიპის რეკლამები, როგორიცაა სატელევიზიო და ბეჭდური, გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ვებ-საიტებზე და სოც-ქსელში.

შეარჩიეთ სწორი პლატფორმა

ახლა როდესაც თქვენ აირჩიეთ აუდიტორია და განსაზღვრეთ ბიუჯეტი, დროა აირჩიოთ მედია. გსურთ სატელევიზიო რეკლამების სერია? ან იქნებ რადიო რგოლი ან რეკლამა ფეისბუქზე? უამრავი ვარიანტია.

როგორ აირჩიოთ თქვენთვის შესაფერისი? თქვენი აუდიტორიისა და ბიუჯეტის განსაზღვრის საფუძველზე. მაგალითად, თუ თქვენ ცდილობთ მიაღწიოთ ხანდაზმულ სამიზნე აუდიტორიას, იფიქრეთ იმაზე, თუ სად ატარებენ ისინი დიდ დროს, ინსტაგრამის რეკლამების სერია შესაძლოა არ იყოს საუკეთესო მეთოდი ამისთვის და უმჯობესი იყოს რადიო რეკლამები, ან საზოგადოებრივი სატელევიზიო არხები. არსებობს სხვა გზები, რომლითაც შეგიძლიათ რეკლამირება უამრავი ფულის დახარჯვის გარეშე. მაგალითად, ამ ტიპის მარკეტინგი რეკლამისთვის იყენებს გარემოს, როგორიცაა ქალაქის ავტობუსები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები.

შექმენით თქვენი რეკლამა

ახლა დარჩა პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი: თავად რეკლამის გაკეთება! კარგი ამბავი ის არის, რომ რეკლამის მომზადება არ არის ძალიან რთული. მარტივი ბანერის, ან რადიორგოლის მომზადება თითქმის ყველას შეუძლია.

თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თუ არ გაქვთ რეკლამის შექმნის გამოცდილება, მაშინ ხარისხი შეიძლება ოდნავ შემცირდეს. თუ თქვენ ზრუნავთ თქვენი ბრენდის ეფექტურ კომუნიკაციაზე, მაშინ შეგიძლიათ პროფესიონალი დაიქირაოთ და მას მიანდოთ ეს საქმე.

გაუშვით რეკლამა

როდესაც დაასრულებთ რეკლამის შექმნის პროცესს, დროა მისი გაშვების. როგორ გააკეთებთ ამას, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა საშუალებებს იყენებთ. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ სატელევიზიო რეკლამა, მაშინ ის უნდა წარუდგინოთ მაუწყებლებს. მაგრამ, თუ თქვენ გაქვთ ციფრული რეკლამა, მაშინ ჩვეულებრივ შეგიძლიათ თავად გაუშვათ იგი სასურველ პლატფორმაზე. აქ თქვენ ასევე უნდა გადაწყვიტოთ, რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი რეკლამა.

შეაფასეთ თქვენი რეკლამის ეფექტურობა

ბევრი გამოუცდელი ფიქრობს, რომ რეკლამის გაშვების შემდეგ მათ შეუძლიათ დასხდნენ და დაისვენონ. რეალობა ის არის, რომ მარკეტინგული სამუშაო ჯერ არ დასრულებულა. ახლა დროა გავაანალიზოთ როგორ შესრულდა რეკლამა. თუ შესამჩნევია გაყიდვების ზრდა, მაშინ რეკლამა ეფექტური იყო. თუმცა, თუ შესამჩნევი ცვლილება არ მომხდარა, ეს ნიშნავს იმას, რომ რეკლამა არ იყო ეფექტური. ნუ დარჩებით იმედგაცრუებულები. უბრალოდ შეცვალეთ თქვენი სტრატეგია და სცადეთ ხელახლა.

წყარო: howtodothings.com