მტვერსასრუტი KARCHER DS 6.000 MEDICLEAN - rogor.ge

მტვერსასრუტი KARCHER DS 6.000 MEDICLEAN

 

ყველას, ვინც ზრუნავს სახლში ჰაერის სისუფთავეზე, „კერხერი“ გირჩევთ მტვერსასრუტის გამოყენებას აკვაფილტრით Kärcher DS 6000 Mediclean, რომელიც იძლევა არა მხოლოდ მაღალეფექტური დასუფთავების გარანტიას, არამედ ასევე უზრუნველყოფს ჯანსაღი მიკროკლიმატის შენარჩუნებას. ჩვეულებრივი მტვერსასრუტებისგან განსხვავებით, რომლებშიც გამოიყენება ფილტრ-ტომრები, აპარატი DS 6.000 ახორციელებს წყლის ფილტრაციის მაღალეფექტურ ტექნოლოგიას. თავდაპირველად შეწოვილი ჰაერი გადის წყლის ფილტრს, რომელიც შთანთქამს მტვრისა და ჭუჭყის ძირითად მოცულობას, შემდეგ ხვდება ტეფლონური ზედაპირის მქონე გარდამავალ ფილტრში. ხოლო დაბინძურების უმცირეს ნაწილაკებსა და ალერგენებს სანდოდ აკავებს ფილტრი НЕРА 13, რომელიც დამზადებული სპეციალური ფორებიანი მასალისგან. ჭუჭყიანი წყლისგან ფილტრის დაცლა ხდება მტვერსასრუტის ყოველი გამოყენების შემდეგ, რაც უზრუნველყოფს ჰიგიენურ სისუფთავეს და უსიამოვნო სუნისაგან დაცვას.