როგორ ამოვიცნოთ შიდსი? დაავადების ნიშნები
ტემპერატურის მომატება
დაავადების ერთ-ერთი პირველი ნიშანი შეიძლება ტემპერატურის მომატება იყოს. განსაკუთრებით მაშინ, თუ მას სხვა გვერდითი მოვლენებიც ახლავს თან, მაგალითად სისუსტე, სხვადასხვა ორგანოს ტკივილი, ყელის ტკივილი.
დაღლილობა
ლიმფური კვანძები ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს. ლიმფური კვანძები წარმოადგენს ბარიერს როგორც ინფექციისთვის, ასევე სიმსივნური უჯრედებისთვის. მათი დიდი ნაწილი იღლიისა და კისრის არეშია განლაგებული. სწორედ ამიტომ არის დაავადების სიმპტომები ყელის და თავის ტკივილი.
დაავადების გამწვავებასთან ერთად ადამიანი მადას კარგავს და წონის შემცირებაც მისი ერთ-ერთი თანმდევი მოვლენაა.
ღამის ოფლიანობა ინფიცირებულების, დაახლოებით, ნახევარს აწუხებს. ის დაავადების ერთ-ერთი ადრეული სიმპტომია. აღსანიშნავია რომ ის არ უნდა იყოს დაკავშირებული ოთახის ტემპერატურასთან ან ფიზიკურ აქტივობასთან.
თანმხლები დაავადებებია სოკოვანი ინფექციები, განსაკუთრებით, ქალებში. გართულებულია ყლაპვა. აგრეთვე, ხშირია მენსტრუალური დარღვევები.
აივ ინფექციის მომდევნო სტადიებზე ადამიანს ხელების და ფეხების კანკალიც აღენიშნებათ.