როგორ შევარჩიოთ თმის უთო - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ თმის უთო

 

შეძენამდე დარწმუნდით აქვს თუ არა თმის უთოს ტემპერატურის რეგულირების ღილაკი. იაფასიანი თმის უთოს შეძენის შემდეგ ქალბატონები ხშირად ჩივიან ხოლმე, რადგან ყველას თმა არის ინდივიდუალური. ზოგის თმის გასწორებას სჭირდება შედარებით მაღალი ტემპერატურა, ზოგის თმა კი მარტივად სწორდება დიდი ძალისხმების გარეშეც. ამიტომ თმის უთოს შეძენა, რომელსაც არ აქვს ტემპერატურის რეგულირების შესაძლებლობა, ან დაგიწვავთ თმას, ან საკმარისად კარგად ვერ დაგიხვევთ. უმეტეს წილად თმის უთოებს აქვთ დიაპაზონი 130 გრადუსიდან 230 გრადუსამდე. ხოლო რეგულატორის გარეშე, როგორც წესი 200 გრადუსია.

 

არსებობს აზრი, რომ ყველაზე უსაფრთხო არის ტიტანისა და კერამიკული პლასტინებისგან დამზადებული თმის უთო. ამიტომაც გირჩვეთ არჩევანი მათზე შეაჩეროთ. ყიდვისას დაათვალიერეთ პლასტინები. ისინი უნდა იყვნენ იდეალურად გლუვი და მცირე ნაკაწრებიც კი არ უნდა ქონდეთ.

 

სხვადასხვა მოდელების პლასტინების სიგანე განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომაც გირჩევთ ყიდვისას ორიენტაცია აიღოთ თქვენი თმის ზომაზე და, რა თქმა უნდა, შეძენის მიზეზზე. თუ თქვენ სქელი და გრძელი თმა გაქვთ, აირჩიეთ განიერი პლასტინები, ხოლო თუ მოკლე, ან საშუალო ზომის თქმა გაქვთ, ან თქვენი მიზანია ხვეულების გაკეთება, აირჩიეთ უფრო ვიწრო პლასტინებით (25მმ). თუ გსურთ მომრგვალებული კულულების გაკეთება, მაშინ პლასტინებიც მომრგვალებული უნდა იყოს. სხვადასხვა ტიპის თმის უთოების შეძენა, 26 ლარიდან თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტ მაღაზია be.ge-ზე

 

თუ გსურთ ხვეული თმის გაკეთება, მაშინ თმის უთოს რამდენჯერმე შემოტარება მოგიწევთ. იმისათვის, რომ კაბელი არ აგებურდოთ ის უნდა იყოს მბრუნავი 360 გრდუსით. შეძენისას ყურადღება მიაქციეთ კაბელის ზომასაც.

 

200 გრადუსი ტემპერატურა მაინც დიდია, ასე რომ ჩართულ თმის უთოს ფრთხილად მოეპყარით. კარგი იქნება თუ უთოს ექნება დასაკიდებელი.