როგორ ვადევნოთ სახლს თვალყური Skype-ს მეშვეობით - rogor.ge

როგორ ვადევნოთ სახლს თვალყური Skype-ს მეშვეობით

თავდაპირველად ორივე კომპიუტერში, გადმოწერეთ Skype - დააინსტალირეთ - შექმენით 2 მომხმარებელი (Account) და დაამატეთ ერთმანეთი მეგობრებში. თუ ეს პრობლემა უკვე მოგვარებული გაქვთ და 2 ერთმანეთთან დაკავშირებული Account-იც გეკუთვნით, მაშინ გადადით მეორე საფეხურზე. | სკაიპის გადმოსაწერი გვერდის ბმული | ზომა: 2 MB |

შემდეგ დააყენეთ ერთ-ერთ (რომელიც იქნება სათვალთვალო) კომპიუტერზე ვიდეო თვალი და მოათავსეთ მოსახერხებელ ადგილზე.

შემდეგ მიჰყევით Start -> Control Panel -> Power options. სურათის მიხედვით.

საჭიროა გამორთოთ "ლოდინის რეჟიმში გადასვლა", ამის გასაკეთებლად ყველგან აირჩიეთ Never (არასდროს), რის შემდგაც კომპიუტერი ჩართული იქნება უწყვეტად.

წინა საფეხურების შესრულების შემდეგ შედით Skype-ის Options-ში, საუბარია კომპიუტერზე რომელიც სახლში იმყოფება. მიჰყევით Tools -> Options -> Privacy და აირჩიეთ Allow Cals From - People In My Contact List

შემდეგ: Tools -> Options -> Video Settings და ველში Automatically Recieve Video And Screen Sharing From აირჩიეთ People In My Contact List Only.

მზადაა! ახლა თქვენ ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ დარეკოთ სასურველი კომპიუტერიდან თქვენს "მოთვალთვალე კომპიუტერთან" და თვალ-ყური ადევნოთ ყოველივე მომხდარს.