10 მეთოდი, როგორ გადმოვწეროთ ვიდეო YouTube-დან - rogor.ge

10 მეთოდი, როგორ გადმოვწეროთ ვიდეო YouTube-დან

www.Keepvid.com. ამ სერვისის მეშვეობით თქვენ შეძლებთ ვიდეო რგოლების გადმოწერას არა მარტო Youtube-დან, არამედ Google Video, DailyMotion და სხვა ვიდეო-ჰოსტინგებიდან. ამის გაკეთება ძალიან მარტივია, ველში შეგვყავს სასურველი ვიდეოს ლინკი (ელექტრონული მისამართი) და ვაჭერთ Enter-ს. მივიღებთ პირდაპირ ლინკს flv-ფაილზე. ხოლო იგი შეგვყავს ნებისმიერ სასურველ გადმოსაწერ პროგრამაში იქნება ეს ინტერნეტ ბრაუზერი თუ ჩამოსატვირთი ხელსაწყო.

მიღებული ფაილის ნახვა შეგიძლიათ Windows Media Player, GOM, Video Lan Player და სხვა რამდენიმე ვიდეო გამშვებში. შესაძლებელია მისი მარტივი კონვერტირება (გადაკეთება,დამოკლება,ფორმატის შეცვლა). მაგალითად Riva FLV Encoder, Total Video Convertor ან სხვებით.

www.Videodl.org. მეორე მეთოდი პირველის მსგავსია, ოღონდ ამ შემთხვევაში ვიყენებთ სხვა საიტს. დააკვირდეთ რომლიდან იქნება გადმოწერის სიჩქარე უფრო სწრაფი.

www.vixy.net/flv_converter. უფრო მოსახერხებელი ვარიანტი. ვიდეოს ლინკის შეყვანისას შეგიძლიათ მიიღოთ გამზადებული კოდირებული ფაილი avi, mov, mp4, 3gp ფორმატებში და ასევე გადმოწეროთ მხოლოდ აუდიო mp3 ფორმატში. ძალიან მოსახერხებელია.

შემდეგი მეთოდი ნამდვილად დამღლელია. არ ვიცი სხვა ბრაუზერებში როგორ არის, მაგრამ Opera ქეშირების შედეგად ინახავს ნანახ ვიდეოებს ქეშში. საჭიროა flv და swf ფორმატის ფაილების ძებნა ნახვის თარიღის მიხედვით.

Mozilla Firefox-ის მომხმარებელთათვის YouTube-დან გადმოწერა შესაძლებელია ბრაუზერზე დამატებითი მოწყობილობის დაყენებით, რომლის გადმოწერაც მითითებულ მისამართზე შეძლებთ.

Save2pc Pro. გამოიყენეთ ეს პროგრამა, რომელიც ძალიან მარტივია გამოყენებაში, მას აქვს მხოლოდ ერთი ღილაკი Grab!. მიუთითეთ ვიდეოს მისამართი, დააჭირეთ მას და დაიწყეთ სასურველი ვიდეო–რგოლის გადმოწერა. პროგრამის გადმოწერა შეგიძლიათ მისამართებიდან: Mediafire

USDownloader. პროგრამას რომელსაც ძირითადად Rapidshare და Megaupload-იდან გადმოსაწერად იყენებენ შეუძლია Youtube ვიდეოებიც გადმოგვაწერინოს. პროგრამის გადმოწერა შეგიძლიათ მისამართებიდან: Mediafire

YouTube Spider. ცოტა უფრო კომპლექსური მიდგომა, მისი მეშვეობით შესაძლებელია ძიება Youtube.com-ზე და ვიდეოების გადმოწერა mpeg ფორმატში.

შეგიძლიათ მიმართოთ მარტივ და გონებამახვილურ მეთოდს. მაგალითად მისამარში: www.youtube.com/watch?v=JxBfOx1pW8o ჩასვით www.youtube.com-ის ნაცვლას www.kissyoutube.com და მიღებული მისამართი www.kissyoutube.com/watch?v=JxBfOx1pW8o გაუშვით Download Now -> Save As (რაღაც.flv) და იმხიარულეთ.

გადმოწერისათვის ასევე შიგიძლიათ გამოიყენოთ საიტები: http://ru.savefrom.net http://ytconv.net http://flvto.com http://ixconverter.net