როგორ შევარჩიოთ მზის სათვალე სახის ფორმის მიხედვით - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ მზის სათვალე სახის ფორმის მიხედვით

მრგვალ სახეს უხდება კვადატული ფორმის ჩარჩო. არ შეიძინოთ ღია ფერის ჩარჩო, არც ძალიან დიდი სათვალეები, რომლებიც ფარავენ ყვრიმალებს. ასევე, მრგვალი ჩარჩო.

გრძელ (მართკუთხა) სახეს უხდება ჩარჩოს ვერტიკალურად დაგრძელებული დიდი სათვალეები პანორამული შუშებით. არ უხდება პატარა სათვალეები და სათვალეები ჩარჩოს გარეშე.

ამოტრიალებული სამკუთხედის ფორმის სახეს უხდება - სათვალეების თითქმის ყველა ტიპი, განსაკუთრებით, სათვალეები ჩარჩოს გარეშე. არ უხდება - ძალიან მუქი სათვალეები. ის ჩანს უხეშად, ბევრი დეტალით დატვირთული მზისგანდამცავი სათვალეები კი უფრო ადიდებს სახის ყველაზე განიერ ნაწილს.

კვადრატულ სახეს უხდება - მომგრვალო ფორმის სათვალეები, "კატის თვალი", თხელი ჩარჩოთი ან მის გარეშე. არ უხდება - კვადრატული, გეომეტრიული ჩარჩოები, რომლებიც უფრო წარმოაჩენს ყვრიმალებს.

ოვალურ სახეს უხდება ყველანაირი სათვალე, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ ჩარჩო იდეალურად უნდა ემთხვეოდეს სახის ზომას: არ უნდა იყოს საზღვრებს გადაცდენილი და სათვალის ზედა ხაზი უნდა შეესაბამებოდეს წარბების ხაზს.

rogor-1683009143.jpg