როგორ ჩავრთოთ კომპიუტერი კლავიატურის საშუალებით
პირველ რიგში უნდა შევიდეთ BIOS-ში, რისთვისაც საჭიროა კომპიუტერის ჩართვისას დავაჭიროთ ღილაკს Del ან F8 (დამოკიდებულია თქვენს კომპიუტერზე) რის შემდეგაც გაიხსნება ფანჯარა.
გამოჩენილ მენიუში აირჩიეთ Power Management Setup. კვების მართვის სისტემაში ცვლილებების შესატანად დააჭირეთ Power on Function (შეიძლება თქვენს კომპიუტერში ასეც ეწეროს: Power On by PS2 KB/MS) და მიუთითეთ პერსონალური კომპიუტერს ჩართვის მეთოდი, თუ გსურთ ნებისმიერი ღილაკის დაჭერის შემდეგ ირთვებოდეს თქვენი კომპიუტერი, მაშინ აირჩიეთ Any Key
იმისათვის, რომ დაადასტუროთ სისტემაში შეტანილი ცვლილებები საჭიროა დააჭიროთ ღილაკს F10 და შემდეგ Enter. ამის შემდეგ თქვენ კომპიუტერის ჩართვას უკვე ნებისმიერი ღილაკის დაჭერით შეძლებთ.
ასევე შესაძლებელია რამდენიმე ღილაკის კომბინაციის დაყენება მაგალითად: Ctrl-F1... ამისათვის საჭიროა წინა საფეხურის ნაჩვენები მოქმედებების შესრულება, ოღონდ ამჯერად მიუთითეთ Any key-ს მაგივრად Hot Key და აირჩიეთ სასურველი კომბინაცია და შეინახეთ ცვლილებები.
ასევე შესაძლებელია იგივე ფუნქცია მაუსს დავაკისროთ, ამისათვის საჭიროა ავირჩიოთ Mouse Left ან Mouse Right და შევინახოთ ცვლილებები.