სილამაზე და პირადი ჰიგიენა

თმის მოვლა

როგორ შევამციროთ თმის ცვენა

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

როდესაც თმა იწყებს ცვენას ბევრი ადამიანი იღებს ამას როგორც სამყაროს დასასრულს. მიყევით ქვემოთ მოცემულ საფეხურებს და თქვენ შეამცირებთ თმის ცვენას რამდენადაც ეს შესაძლებელია.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • ქოქოსის ზეთი
  • ნატურალური შამპუნი
  • თბილი წყალი

საფეხურები

  1. 1 შეეცადეთ დაადგინოთ თუ რამ გამოიწვია თმის ცვენის დაწყება. გაიხსენეთ თუ რა ცვლილება შეიტანეთ თმასთან დაკავშირებით, მაგალითად გაისწორეთ თუ არა ის, წაისვით ზომაზე მეტი მუსი და ა.შ. თუ აღმოაჩინე მიზეზი, რის შემდეგაც დაგეწყო თმის ცვენა მაშინ შეწყვიტე მისი გამოყენება.
  2. 2 აირჩიე ერთი შამპუნი ან დუშგელი და გამოიყენე მხოლოდ ის. უმეტესობა შამპუნებისა და დუშგელებისა არ არის ნატურალური, ასე, რომ მათმა ხშირმა ცვლამ შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების ერთმანეთში არევა და ეს გახდეს თმის ცვენის დაწყების მიზეზი.
  3. 3 დაიბანეთ თმა სხვადასხვა ეთერზეთებით, მაგალითად ქოქოსის ზეთით. ეს დაეხმარება თქვენს თმას აღდგინოს ბუნებრივი სიძლიერე და სიმკვრივე.
  4. 4 დაიბანეთ თავი რეგულარულად. დაუბანელი თმა შეიცავს უამრავ მავნე დაზიანებულ თმის ნარჩენებს, რომლებიც საჭიროა, რომ მოვიშოროთ. თავის ხშირი დაბანა დაგეხმარებათ თმების სუფთად და ჯანმრთელად შეინარჩუნებაში.
  5. 5 დაიბანეთ თმა თბილ ნორმალურ ტემპერატურაზე. ძალიან ცხელი წყლის გამოყენებამ შეიძლება დაგიზიანოთ თმა.
  6. 6 შეეცადეთ შეიმციროთ სტრესი და შფოთვა, რომელიც გაწუხებთ. ზედმეტი ნერვიულობა და დაძაბულობა კარგს არაფერს მოგიტანთ გარდა ფსიქიკური აშლილობისა. ასე, რომ იყავით მხნედ და მენტალურად ჯანმრთელად, ამის შემდეგ ფიზიკურ წვრილმან პროლემებს მოევლება.
  7. 7 ყოველდღიურად გაიკეთეთ თავზე მასაჟი. ეს სტიმულირებას მისცემს თმის ფორებს, ასევე გაუმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.
  8. 8 გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი პროდუქტი. მოერიდეთ ქიმიურ საშუალებებს.

გაფრთხილებები

  • თუ შენ ყველა ზემოთ ნაჩვენები ხერხი სცადე და თმის ცვენა მაინც არ შეჩერდა, მაშინ ყველა ვარიანტში ესტუმრე ექიმს. შენი თმის ცვენა შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრად უფრო სერიოზული პრობლემების გამო.