სილამაზე და პირადი ჰიგიენა

კანის მოვლა

როგორ შევინარჩუნოთ ზაფხულში მიღებული რუჯი

როგორ შევინარჩუნოთ ზაფხულში მიღებული რუჯი

ავტორი: საბა მდივნიშვილი

თუ თქვენ უკვე ესტუმრეთ კურორტებს, მიაღებინეთ თქვენს კანს ოქროსფერი შეფერილობა და გსურთ, რომ იგი დიდი ხნით შეინარჩუნოთ ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ინტრუქცია. ამ მარტივი საფეხურების შესრულებით მიღებული რუჯი დიდი ხნის განმავლობაში გაალამაზებს თქვენს სხეულს.

 

საფეხურები

  1. 1 არ გამოიყენოთ გამათეთრებელი კოსმეტიკა
    დაივიწყეთ იმ სახის ნიღბების შესახებ, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ლიმონი, გვირილა და კიტრი. ეს კომპონენტები იწვევენ კანის გათეთრებას. რუჯის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ ის კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ქცვის ექსტრაქტს.
  2. 2 მიიღეთ დიდი რაოდენობით A ვიტამინი
    კაროტინი ერთერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი აქტივატორი და რუჯის შემანარჩუნებელია. იმისათვის, რომ კანს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდეს ნათელი შეფერილობა , თქვენს კვების რაციონს დაუმატეთ: გარგარი, სტაფილო, პომიდორი, საზამთრო, ატამი, ნესვი.
  3. 3 დაიბანეთ სწორად
    ნუ გადავარდებით უკიდურესობაში და განაცხადებთ: "არ ვიბანავებ ხშირად იმისათვის, რომ რუჯი არ გადამივიდეს". ბანაობის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ რბილი ხელსახოცები, რომლებიც ნაკლებად იწვევენ კანის ზედა ფენის მოშორებას. თუ მიღებული რუჯი თქვენთვის ძვირფასია, მაშინ უახლოესი ერთი თვე უარი თქვით საუნებსა და მასაჟის პროცედურებზე. აორთქლების დროს კანის ქსოვილებში იზრდება ნივთიერებათა ცვლა, იგი მნიშვნელოვნად სუფთავდება და რუჯი თანდათან ქრება.
    გარდა ამისა, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად კანიდან გამოიდევნება დიდი რაოდენობით ტენი. ფერშეცვლილი კანისათვის ეს სულაც არ არის სასურველი - იგი სიცხის გარეშეც უკვე დამწვარია.