როგორ მოვამზადოთ მოხარშული კრემი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ მოხარშული კრემი

 

აადუღეთ 1/2 ლ. რძე და თანდათან დაუმატეთ ერთმანეთში არეული 90 გრ. ფქვილი და 180 გრ. შაქრის ფხვნილი, თან ურიეთ. დაახლოებით 30-40 წთ.-ის შემდეგ დაუმატეთ 1 კვერცხის ათქვეფილი გული და 1/2 პაკეტი შაქრის ვანილი.

 

კარგად აურიეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ. გაცივებულ პუდინგს მიქსერით შეურიეთ 100 გრ. ათქვეფილი კარაქი.