როგორ გავიუმჯობესოთ მახსოვრობა - rogor.ge

როგორ გავიუმჯობესოთ მახსოვრობა

 

ითამაშეთ მაგრამ არა კომპიუტერული გასართობი თამაშები, არამედ გონების მცირედით მაინც განმავითარებლები: კარტი, ჭადრაკი, შაში, კროსვორდი, ნარდიც კი... ასეთი თამაში ძალიან ბევრია, თქვენ აუცილებლად მოძებნით ისეთს, რომელიც მოგეწონებათ. ყველა ეს თამაში აიძულებს ჩვენს გონებას გაისარჯოს, გავარჯიშდეს და განვითარდეს.

 

დაიმახსოვრეთ ლექსები. გადახედეთ იმ ლექსებს, რომლებიც მოგწონთ, ეს დაგეხმარებათ, როგორც ინტელექტის განვითარებაში, ამავდროულად განივითარებთ მახსოვრობას. ნუ დააძალებთ საკუთარ თავს, ისწავლეთ ცოტა, მაგრამ სტაბილურად. თუ არ გიყვართ ლექსები, მაშინ შეგიძლიათ სიმღერების დამახსოვრებას შეუდგეთ, თუ არც ეს გიზიდავთ აიღეთ წიგნი, რომელშიც თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია იქნება და დაიმახსოვრეთ ამონარიდები.

 

გადახედეთ კვების რაციონს. ეცადეთ იკვებოთ სწორად. ზოგიერთ პროდუქტს შეწევს ძალა გაამჯობესოს მახსოვრობა, მაგალითად: კარტოფილს, წიწაკას, ნიახურს, ზეთისხილს, თხილს, ჟოლოს, კვახის მარცვლებს.

 

იკითხეთ მეტი. ცნობილია, რომ წიგნები ანვითარებს გონებას, მახსოვრობას, ცოდნის არეალს. ყველანაირად შეეცადეთ გამოიყენოთ ეს საშუალება.

 

ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. დაასვენეთ გონება და სხეული, ეს დაგეხმარებათ მოდუნებაში, კონცენტრაციასა და ნერვების დამშვიდებაში - რაც ძალიან მნიშვნელოვანია მეხსიერებისათვის.