როგორ მოვამზადოთ ნამცხვარი ბრაუნი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ნამცხვარი ბრაუნი

 

ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადის ფილასთან (ფილა უნდა იყოს აუცილებლად შავი და არ უნდა იყოს ტკბილი, რადგან გამოცხობამდე მასას ისედაც ემატება ცოტაოდენი შაქარი) ერთად დაახლოებით ნახევარი შეკვრა კარაქი.

 

გადმოდგით გამდნარი შოკოლადი და ცოტა გააგრილეთ. აიღეთ 3 ცალი კვერცხი, 250 გრამი შაქარი, დაუმატეთ ძალიან ცოტა მარილი და ათქვიფეთ (სასურველია მიქსერის საშუალებით).

 

ათქვეფილ მასას დაუმატეთ ცოტათი გაგრილებული შოკოლადი, ნელ-ნელა დაუმატეთ 100-110 გრ ფქვილი და თანდათან ამოურიეთ, მოაყარეთ ცოტაოდენი ვანილი გემოვნებისათვის და ბოლოს ჩაყარეთ დაჭრილი ნიგოზი.

 

მიღებული ნაზავი მოათავსეთ მართკუთხა, ღრმა გამოსაცხობ ჭურჭელში და შედგით გამოსაცხობად 20 წუთის განმავლობაში 160°C ტემპერატურაზე. იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ ელექტრო-ღუმელი, გაზურაზე დააყენეთ ცეცხლი ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე.