როგორ ჩავიცვათ მოდურად (გოგონებისთვის) - rogor.ge

როგორ ჩავიცვათ მოდურად (გოგონებისთვის)

 

მიჰყევით მოდურ ტენდენციებს პერიოდულად გადახედეთ ქალურ ჟურნალებს, ეწვიეთ შესაბამისი თემატიკის საიტებს ინტერნეტში, რათა იცოდეთ ბოლო პერიოდში არსებული მოდის სფეროში მომხდარი სიახლეების შესახებ. შეარჩიეთ საკუთარი თავისათვის, რომელი ფერები, ნაჭრის ფაქტურები, როგორი ფორმისა და სიგრძის ქვედაბოლოები და შარვლებია ახლა სეზონის მოდის პიკში.

 

კონსულტაციისათვის ეწვიეთ სტილისტს თუ თქვენ არ გაქვთ იმის საშუალება, რომ ყოველ მაღაზიაში წასვლის დროს გამოიყენოთ მათი მომსახურება, მაშინ ერთხელ მაინც მიეცით თავს იმის საშუალება, რომ ერთჯერადად გაიაროთ კონსულტაცია. თქვენ მიიღებ შეუცვლელ რჩევებს ტანსაცმლის შერჩევის შესახებ, რომელთა გამოყენებითაც დიდი ხნის განმავლობაში შეძლებთ თქვენთვის შესაფერისი ტანისამოსის შეძენას.

 

შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ტანსაცმელი არ შეიძინოთ სამოსი მხოლოდ იმის გამო, რომ ის ახლა მოდაშია, მაგრამ თქვენ საერთოდ არ გიხდებათ. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ მატერიისა და შეკერვის ხარისხს. თუ ფინანსები არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ შეიძინოთ ბრენდული ტანსაცმელი, არ ღირს მათი ყალბი ორეულების შეძენა.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ხარისხიანი ფეხსაცმლის შერჩევას მოიზომეთ მოდელები, რომლებიც რეკომენდირებულია ქალებისთვის მიმდინარე სეზონში. მაგრამ თუ ასეთ ფეხსაცმელში თქვენ თავს არ იგრძობთ კომფორტულად, მაშინ უარი თქვით მის შეძენაზე და არჩევანი კლასიკურ ვარიანტზე შეარჩიეთ.

 

შეურჩიეთ აქსესუარები თითოეულ სამოსს თქვენს არსენალში უნდა იყოს შარფები, ქუდები, ქამრები, მოდური სათვალეები, საათები. ჩვეულებრივი თანსაცმლის განახლება შეიძლება ყელსაბამისა და ღია ფერის მძივის დახმარებით.

 

ყურადღება მიაქციეთ ფუნქცინალურ ნივთებს გარდა იმ სამოსისა, რომლითაც თქვენ წვეულებებზე მიდიხართ, საჭიროა მოდურად შეარჩიოთ ფუნქციონალური ტანსაცმელიც. სპორტული კოსტუმები, ჩუსტები, ხალათები. სახლის ტანსაცმელიც ასევე უნდა გამოიყურებოდეს სტილურად და მიმიდველად.

 

შეარჩიეთ კლასიკური ნივთები ისინი ყოველთვის მოდაშია თქვენ უნდა იქონიოთ საშუალო ზომის რამდენიმე ქვედაბოლო, სწორი შარვალი, მშვიდი ფერის ჯინსები. ეს ნივთები მარტივად შეიძლება შეუთავსოთ ღია ფერის მოდურ ტუნიკებს, ბლუზებს, ჟაკეტებს.

 

ყურადღება მიაქციეთ ტანსაცმლის რაოდენობას იზრუნეთ იმაზე, რომ გარდერობში ყოველთვის გქონდეთ "საკმარისი" რაოდენობის კაბა. ისინი შეიძლება იყოს ნებისმიერი სიგრძის, ფასონის, ფერის. ჩაიცვით ისინი ტუფლებთან ან ქუსლიან ჩექმებთან ერთად. ჩაცმულობას თან დაურთეთ ყელსაბამი, სამაჯური, ორიგინალური საყურეები.

 

არ გადატვირთოთ ტანსაცმის კარადა დიდხანს ფიქრის გარეშე გაათავისუფლეთ იგი მოძველებული და გახუნებული ტანსაცმლისგან. შეეცადეთ ტანსაცმლის შეძენისას იხელმძღვანელოთ პრინციპით - შეიძინოთ ისეთი სამოსი, რომელიც უხდება დიდი რაოდენობით ტანსაცმელს.