როგორ გავწმინდოთ კლავიატურა მისი დაშლის გარეშე - rogor.ge

როგორ გავწმინდოთ კლავიატურა მისი დაშლის გარეშე

 

ყველაზე მარტივი მოვლის მეთოდი - ეს არის ყოველდღიური გაწმენდა სპეციალური კომპიუტერის საწმენდით. კომპიუტერის საწმენდ ქაღალდის ნაჭრებს (სალფეთქებს) აქვთ ისეთი სითხე, რომელიც იღებს ცხიმს და მტვრის ჩამჯდარ ლაქებს კომპიუტერის ყველა დეტალიდან. თუ თქვენ გაქვთ სენსორული კლავიატურა - მხოლოდ მისი გამოყენებთ შეძლებთ მის სუფთად შენახვას. თუ თქვენ გაქვთ კლავიატურა, მექანიკური ღილაკებით, საჭიროა სხვანაირი მიდგომა.

 

თუ თქვენ ფლობთ კლავიატურას, რომლის ღილაკები დაჭერისას ჩადის სპეციალურ ჭრილში, საჭიროა დაუწესოთ საკუთარ თავს მკაცრი წესები: არ შეჭამოთ არანაირი პროდუქტი, სამუშაო მაგიდასთან. ასევე არის დიდი ალბათობა, რომ ჩაგესხათ კლავიატურაში ჩაი, ყავა, ასევე ჩაცვივდეს ნამცეცები პურის, ჩიფსების ან რაიმე სხვა საკვები პროდუქტის. ბევრი კლავიატურა შეიძლება ისე დაზიანდეს ამის გამო რომ შეუძლებელი გახდეს მისი გაკეთება. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ იმ შემთხვევაში თუ თქვენ ლეპტოპს ფლობთ.

 

კლავიატურიდან მტვრის და ნამცეცების ამოწმენდას გაგიადვილებთ USB - მტვერსასრუტი. ეს არის მინიატურული მტვერსასრუტი, USB სადენით. ის შეერთდება კომპიუტერში და მიუხედავად მისი არცთუ დიდი სიმძლავრისა გაართმევს თავს საკუთარ დანიშნულებას და დაგეხმარებათ კლავიატურის გასუფთავებაში.

 

არსებობს კლავიატურის გაწმენდის სწრაფი ხერხი. გადმოაბრუნეთ კლავიატუარა ღილაკებით იატაკისკენ და დაფერთხეთ რამოდენიმეჯერ კარგად. თქვენ შეამჩნევთ თუ როგორ გადმოიყრება მტვერი და ნამცეცები. ამ პროცედურის შემდეგ აიღეთ სკოჩი. წებოვანი მხარე დააკარით მტვრიან ადგილას, მას მიაკრობა ასევე ცხიმიანი ნაწილიც კი. დიდი ხნით ნუ გააჩერებთ მას, რათა არ დარჩეს კვალი ღილაკებზე. ეს ხერხი არ არის ნამდვილად საუკეთესო, მაგრამ გარკვეულწილად გამოსადეგია.

 

პრაქტიკული ხერხი, მტვრის დაბერვის არის ბალონის გამოყენება დამუხტული ჰაერით. მაგალითად ბალონი «Dust Off». დააჭირეთ ღილაკს და ჰაერის ნაკადი მოაშორებს მტვერს კლავიატურას. მთელი ამ ქილის პრინციპი არის კერხერის მსგავსი, ოღონდ წყლის წნევის ნაცვლად, ამ შემთხვევაში ვიყენებთ ჰაერის წნევას.