როგორ გავაკეთოთ ეპილაცია შაქრით (შუგარინგი) - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ ეპილაცია შაქრით (შუგარინგი)

 

ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ და ადუღეთ დაახლოებით 5 წუთი დაბალ ცეცხლზე. მასამ უნდა მიიღოს ყავისფერი შეფერილობა. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ მიგეწვათ. ხოლო კანის დამწვრობის თავიდან ასაცილებლად დაელოდეთ მიქსტურის ოდნავ შეგრილებას..

 

შეგიძლიათ თავდაპირველად ხელის გულზე მოსინჯოთ, თუკი ტემპერატურა მისაღებია თქვენთვის მაშინ მიღებული ცხელი მასა სხეულის იმ ნაწილზე წაისვით სადაც გსურთ არასასურველი თმის მოცილება. გადაანაწილეთ ბლაგვი დანით ან ჯოხით. მოიმარაგეთ პატარა ბამბის ქსოვილი ანდა ქაღალდი და დააფინეთ საგულდაგულოდ წასმულ მასაზე. რამდენიმე წუთში დაკრული ქსოვილი "აიფხრიწეთ" თმის ზრდის საპირისპირო მიმართულებით

 

დარჩენილი მასა შეგიძლიათ მომავალშიც გამოიყენოთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ხელმეორედ გაცხელება გამოიწვევს მასის გასქელებას.