როგორ დავარეგისტრიროთ ბავშვი სკოლაში - rogor.ge

როგორ დავარეგისტრიროთ ბავშვი სკოლაში

პირველ რიგში შვედივართ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზე. mes.gov.ge მშობლებს სკოლის არჩევაში დაეხმარებათ catalog.edu.ge , სადაც ყველა საჯარო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაცია არის მოცემული.

საიტზე შესვლისას ჩვენ დავინახავთ სპეციალურ აპლიკაციას \"პირველკლასელთა რეგისტრაცია\" შევდივართ და ვიწყებთ რეგისტრაციას.

ბავშვის ონლაინ რეგისტრაციისათვის მშობელს მოუწევს შემდეგი ფორმის შევსება: ბავშვის სახელი და გვარი, პირადი ნომერი. მშობელი ირჩევს მხოლოდ ერთ სკოლას და როდესაც სისტემა დაუდასტურებს მას რეგისტრაციას, მას ოფიციალურად საბუთების წარდგენა უკვე სკოლაში მოუწევს. \"- მასალები/ხელსაწყოები\" აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თუ რა საჭირო საბუთების წარდგენა არის საჭირო.

მშობელი რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისთანავე მიიღებს პასუხს შვილის სასურველ სკოლაში ჩარიცხვის შესახებ და ასევე, სმს-ის საშუალებით. (ხანდახან სმს-ის კოდის მოსვლა გარკვეული დრო ჭირდება 15-20 წუთი).

მშობლებს, რომლებსაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდებათ, შეუძლიათ დასარეგისტრირებლად თავიანთი რაიონის რესურსცენტრს მიმართონ.

მშობელს შეუძლია დაარეგისტრიროს შვილი მისთვის სასურველ სკოლაში, საცხოვრებელ ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება.