კულინარია

შენახვა დაკონსერვება

როგორ ავარჩიოთ მარწყვი

ავტორი: საბა მდივნიშვილი

მარწყვი - პირველი საზაფხულო კენკრაა, რომელიც სარგებლობს ძალიან დიდი პოპულარობით. ხშირად მომხმარებელი შეცდომაში შედის ამ კენკრის არჩევისას, რადგან არაკეთილსინდისიერი მწარმოებელი, გამყიდველი თუ მიმწოდებელი იყენებს ისეთ მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც მიიღწევა ვიზუალურად უკეთესი, მაგრამ ჯანმრთელობისათვის ზიანის მომტანი შედეგი. ამიტომაც გირჩევთ წაიკითხოთ მოცემული ინსტრუქცია და გამოიყენოთ თქვენი ოჯახისათვის და სტუმრისათვის ჯანმრთელი საკვების შესარჩევად.

 

საფეხურები

  1. 1 არჩევა
    მარწყვი მოკრეფილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2 დღის უკან და არ უნდა ინახებოდეს ამ დროის განმავლობაში მაცივარში.

    მარწყვი უნდა იყოს მშრალი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გადამწიფებული. კენკრაზე არსებული ლაქები შეიძლება მიუთითებდეს ქიმიკატების არსებობაზე.

    ნაყოფი უნდა იყოს ღია-წითელი, გლუვი, რბილი. თუ ნაყოფს აქვს ზედმეტად მუქი ფერი, მაშინ შესაძლებელია, რომ იგი დამუშავებული იყოს სულფატით.

    ნაყოფს უნდა ჰქონდეს მწვანე ყუნწები, რაც საუკეთესო მაჩვენებელია იმისა, რომ მარწყვი ახალდაკრეფილია.

    არ დაუჯეროთ მითს იმის შესახებ, რომ მარწყვს არჩევენ ზომის მიხედვით, თითქოს დიდი ნაყოფი ნიტრატებს შეიცავს, ხოლო პატარა და საშუალო ნატურალურია. მარწყვი შეიძლება იყოს სხვადასხვა ჯიშის და ნიტრატები შეიძლება იყოს ნებისმიერი ზომის ნაყოფში, გამომდინარე იქიდან, თუ სად და როგორ ხდება მათი მოყვანა.

    მარწყვი, რომელიც არ დაუმუშავებიათ ქიმიკატებით ტოვებს წვენის პატარა ლაქას ყუთზე ან ჭურჭელზე, რომელშიც ინახავდნენ. თუ მარწყვი გარეცხეს, მაშინ რამდენიმე საათის შემდეგ აუცილებლად უნდა გაუშვას წვენი. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ნაყოფი რაღაცით არის დამუშავებული ან გენეტიკურად მოდიფიცირებულია.

    მარწყვს უნდა ჰქონდეს მწიფე ნაყოფის არომატი. არავითარი დამატის, თიხის ან სინესტის სუნი არ უნდა იგრძნობოდეს. თუ მარწყვს საერთოდ არაფრის სუნი არ აქვს, სავარაუდოდ მას "დაეხმარნენ" ადრე დამწიფებაში.

    უკრაინაში სამხრეთის გარდა ყველა რეგიონში მარწყვი მწიფდება ივნისის დასაწყისში. მაისის მარწყვი, სავარაუდოდ, მოყვანილია სათბურებში ქიმიკატების გამოყენებით. უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონების ბაზრებში პირველი ხვდება სამხრეთ რეგიონებში მოყვანილი მარწყვი. ამ ნაყოფმა გადატანის პერიოდში შეიძლება გაუშვას ცოტაოდენი წვენი.

    თურქული მარწყვი დაახლოებით იგივე ხარისხისაა. იქ ისინი მოჰყავთ მთელი წის განმავლობაში ცალკეული პროცესის მეშვეობით. ნიტრატების რაოდენობა უნდა მოწმდებოდეს სპეციალური სამსახურების საშუალებით. ჩვენთან კი ნაადრევ მარწყვზე ფულის გამომუშავების მიზეზით ხდება მარწყვის მავნე ნივთიერებებით მორწყვა, ნაადრევი ნაყოფის მისაღებად.

    მარწვის მაღაზიაში შეძენისას შეგიძლიათ გამყიდველს მოსთხოვოთ ხარისხის სერტიფიკატის დამადასტურებელი საბუთი.
  2. 2 შენახვა
    არ შეიძლება მარწყვის დიდი ხნით მაცივარში შენახვა. თუ ისინი მოყვანილია ნიტრატების საშუალებით, მაშინ მაცივარში ისინი გარდაიქმნება ნიტრიტებად - კანცეროგენულ ნივთიერებებად.

    შეიძინეთ იმ რაოდენობის მარწყვი, რამდენის შეჭმასაც მოახერხებთ უაყლოეს პერიოდში.

    თუკი მაინც მოგიწიათ მისი მაცივარში შენახვა - არავითარ შემთხვევაში არ გარეცხოთ იგი. წინააღმდეგ შემთხვევაში მარწყვი გაუშვებს წვენს და გახდება "ფაფა".
  3. 3 კვებითი ღირებულება
    მარწყვი მდიდარია C და В ვიტამინების ჯგუფებით, შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რკინას, სპილენძს, იოდს, თუთიას.

    მარწყვი ჭამა არ შეიძლება მათთვის, ვისაც აღენიშნება ალერგია ამ კენკრის მიმართ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების მქონე ადამიანებისათვის დაავადების გამწვავების პერიოდში (წყლული, გასტრიტი და სხვა.) გართულების არარსებობის შემთხვევაში ასეთი დაავადების მქონეთათვისაც შეიძლება მარწყვის მცირე რაოდენობით მიღება.


    გისურვებთ წარმატებულ არჩევანს!