როგორ მივიღოთ თანაბარი რუჯი - rogor.ge

როგორ მივიღოთ თანაბარი რუჯი

 

დალიეთ სტაფილოს წვენი რამდენიმე კვირით ადრე, სანამ გაემგზავრებით ზღვაზე, ან ადგილზე სადაც თქვენი სხეული აღმოჩნდება ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების ქვეშ, დაიწყეთ ორგანიზმის კაროტინით გამდიდრება. კაროტინი ასტიმულირებს მელანინის გამოყოფას, რომელიც პასუხისმგებელია კანის ფერის ცვლილებაზე. გააგრძელეთ სტაფილოს ან გარგარის წვენის სმა გარუჯვის დროსაც. ასევე თქვენს კვების რაციონს შემატეთ ხილი და ბოსტნეული, რომლებსაც აქვთ ღია-ყვითელი, მწვანე ან ფორთოხლისფერი შეფერილობა.

 

დაიცავით კანი დიდი რაოდენობით ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით მიღებული ზიანი, უკვე დიდი ხანის დამტკიცებული ფაქტია. ამიტომაც, მზის დამწვრობის თავიდან ასაცილებლად და მიღებული რუჯის არა მარტო თანაბარობაზე, არამედ გასალამაზებლად და კანისათვის სარგებლის მისაღებად საჭიროა დაცვის მექანიზმების გამოყენება. მაღალი დონის დაცვის მქონე საშუალებები (SPF 30, 40 ან 50) შეესაბამება ძალიან ღია ფერის კანს, მუქი კანზე წასასმელად შეგიძლიათ გამოიყენოთ უფრო მსუბუქი პრეპარატები - დაცვის დაბალი ხარისხის მქონე ზეთები.

 

გააკონტროლეთ მზის გავლენა კანზე მზეზე გატარებული დრო პირველი დღეების განმავლობაში შეამცირეთ მინიმუმამდე, დაიწყეთ 15 წუთით. თანდათან გაზარდეთ მზის პროცედურების ხანგრძლივობა, მაგრამ მოერიდეთ მზის მაღალი აქტიურობის პერიოდებს, დღის 11-16 საათებს შორის. თუ თქვენი კანი დაიწვება პირველივე დღეებში, მაშინ მზის ზემოქმედება ახალ კანზე გამოიწვევს არალამაზი პიგმენტური ლაქების გაჩენას, რომლებიც გააფუჭებენ რუჯისგან მიღებულ შთაბეჭდილებას.

 

გამოიყენეთ სკრაბები მანამდე, სანამ წაისმევდეთ მზისგან დამცავ საშუალებას, მოიშორეთ აქერცლილი და დაზიანებული კანი მსუბუქი საშუალებების დახმარებით. ასეთ შემთხვევაში რუჯი განაწილდება უფრო თანაბრად.

 

დაიცავით კისრის, ტუჩების და ცხვირის კანი თუ სახის ან მისი ცალკეული ნაწილების შეფერილობა მნიშვნელოვნად განსხვავდება სხეულის ფერისგან, მაშინ ეს დაარღვევს რუჯის ბუნებრივობას. ამიტომაც დაიცავით კისერი, ტუჩები და ცხვირი, რომელთა კანიც ძალიან თხელია და მარტივად იწვება. ასეთ შემთხვევაში რუჯი დაფარავს მთელს თქვენს სხეულს თანაბრად, ხოლო კანის შეფერილობა არ იქნება კონტრასტული.

 

გაიწმინდეთ კანი პლაჟზე ყოფნის შემდეგ ყოველთვის ჩამოიბანეთ მზისგან დამცავი პრეპარატების, ზღვის მარილის, წყლისა, ქვიშის ნარჩენები სახიდან და სხეულიდან. გამოიყენეთ მწმენდავი კრემები. მოერიდეთ სკრაბებისა და პილინგის პლაჟის შემდეგ გამოყენებას, ასე თქვენ შეიძლება დაიზიანოთ კანი. მზის ზემოქმედების შემდეგ სხეული და სახე აუცილებლად უნდა დაიტენიანოთ სპეციალური შემადგენლობებით, რომლებიც დაარბილებენ ქსოვილებს და დააჩქარებენ რეგენერაციის პროცესს.