როგორ მოვამზადოთ ვაშლის კრუასანი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ვაშლის კრუასანი

 

გააბრტყელეთ კრუასანის ცომი, დაჭერით თანაბარი ზომის ექვს სამკუთხედად.

 

ვაშლის ხილფაფას სურვისამებრ შეურიეთ ცოტა დაფქული დარიჩინი ან მიხაკი, წაუსვით ცომის ნაჭრებს და განიერი მხრიდან გადაახვიეთ.

 

დაჭრილ თხილს შეურიეთ შაქარი და ცოტა დარიჩინი და მოაყარეთ კრუასანებს , ღუმელი გააცხელეთ 200 C-მდე , გამზადებული კრუასანები პერგამენტიან ფირფიტაზე დააწყეთ და აცხეთ 12-15 წთ.